NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს“

„მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს“

01 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 761 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენი მშვიდობის, ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, საქართველოში თითქმის 900 000 ხმა აიღო და არჩევნები არ მოიგო.

„დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს, რომლებიც აცილებდნენ თავის შვილს უცხოეთში, დაესხნენ თავს ხელისუფლების მიგზავნილი ექვსი პროვოკატორი, მოძალადე და კრიმინალი. მათ უნდათ, რომ ჩვენ დაგვაშინონ, მაგრამ ივანიშვილი თვითონ არის შეშინებული. თითქმის 100 000 ბიულეტენია ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტური უმრავლესობას ვაშაძისთვის მიცემული ხმები წარმოადგენს. ამავე დროს, „კარუსელების“ მეშვეობით ჩაყრილია მინიმუმ 200 000 ხმა. „ძველი ბიჭებისა“ და „კარუსელების“ მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ საქართველოში აიღო 900 000 ხმა და არ მოიგო, იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ რაღაც არასწორად გააკეთა ან როგორი არასწორი ტაქტიკა აირჩია. ყველაფერი იყო სწორად. თქვენ არჩევნები მოიგეთ! მე ძალიან ვამაყობ გრიგოლ ვაშაძით!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ჰქონდა არაფერი საერთო თავისუფალ არჩევნებთან.

„მათ პრაქტიკულად არ აღიარეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. იგივე ხდება ევროპაშიც – არ აღიარებენ ლეგიტიმურობას. ნუ დაგაბნევთ ცალკეული მოლოცვები, დასავლეთი გვეუბნება – თუ რამის თავი გაქვთ, გამოდით და დაამტკიცეთ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, როგორც სომეხმა ხალხმა მიმდინარე წლის აპრილში. თუ ჩვენ ამ ძალადობას დედის რძესავით შევირგებთ, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ ჩვენი მშვიდობის, ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე! ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის, და არა ჩვენთვის, არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა, მაგრამ ახლა წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა! ვაჩვენოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა! ბრძოლა გამარჯვებამდე! აბა, თქვენ იცით!“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

არჩევნები აქცია მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა 2018-12-01
Tags არჩევნები აქცია მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია

შემდეგი სტატია

მსოფლიო ლიდერებმა საერთო ფოტოს გადაღების დროს, საუდის არაბეთის პრინცი არ შეიმჩნიეს (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

წამალაშვილი: ხოფერია მომიახლოვდა და მწვდა თმებში

22 დეკ 2017
სააკაშვილი: არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს

სააკაშვილი: არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს

ირაკლი შალიკაშვილი 05 აპრ 2022

დავით ნარმანია ლაბორატორია „მულტიტესტის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს არ ენდობა

17 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

    “გააზიარეთ ძალიან გთხოვთ. უნდა გადარჩეს ირაკლი გელაშვილი!”

  • საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური  კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

    საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ატლანტ გრუპმა“ სომხეთში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა წარმატებით დაასრულა

  • მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

    მაია ბუწაშვილი: ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორიც ახლაა, არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში

  • საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

    საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ტუნისელი ძიუდოისტი გოგო სიკვდილს გადაარჩინა

  • ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

    ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინას აქვს შანსი, ხერსონი ორ თვეში გაათავისუფლოს

  • ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

    ედგარს რინკევიჩსი: რუსებისთვის ევროპაში მოგზაურობა არ არის მემკვიდრეობითი და ღვთაებრივი უფლება

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge