NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»IRI: პარტიებმა შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

IRI: პარტიებმა შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ

01 დეკ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1335 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი დანიელ ტუაინინგი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ ქართული დემოკრატიის სიმყარე ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ საშიშ სამეზობლოში, რომელშიც საქართველოა. ამის შესახებ საუბარია „ამერიკის ხმის“ სტატიაში – „IRI: პარტიებმა შედეგები უნდა აღიარონ და 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება დაიწყონ“.

„დემოკრატიაში არცერთ პარტიას შეუძლია, სანდოდ გამოიყენოს პოლიტიკურ ძალაუფლებაზე გრძელვადიანი მონოპოლია. ინსტიტუციური კონტროლი და ბალანსი, მათ შორის, თავისუფალი მედია და მოქნილი სამოქალაქო საზოგადოება, უმნიშვნელოვანეს ელემენტებად რჩება. ჩვენ ველით, მომავალშიც გავაგრძელოთ საქართველოში ყველა დემოკრატიულ პარტიასთან მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გასაძლიერებლად, რომლებიც ქართველი ხალხის სურვილებს გაითვალისწინებს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებაც გააკეთა. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ წერილობით კომენტარში ორგანიზაცია აცხადებს, რომ არჩევნების ადმინისტრირება ეფექტურად და მოწესრიგებულად გაიმართა: „მიუხედავად იმისა, რომ იყო პროცედურული დარღვევები და დაფიქსირებული შეცდომები, როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ, არ მიგვაჩნია, რომ მათ [არჩევნების] შედეგები შეეცვალა“.

ორგანიზაციის განცხადებით, „რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ არ მოველოდით ამომრჩევლის აქტივობის ასეთ გაზრდას და ასევე გაკვირვებული ვართ არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების რიცხვობრივი უპირატესობით“. IRI ასევე დასძენს, რომ ორგანიზაცია გაკვირვებულია იმით, რომ ის თემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორიცაა უმუშევრობა, პენსიები, სახელფასო ზღვარი და სხვა ეკონომიკური საკითხები, პოლიტიკური დისკურსის ან დებატების ნაწილი არ იყო.

ორგანიზაცია პირობას დებს, რომ „მომავალში გულმოდგინედ გააგრძელებს“ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას იმაში დასარწმუნებლად, რომ კამპანიები იმის ნაცვლად, რომ ნეგატიურ თავდასხმებზე იყოს კონცენტრირებული, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაფუძნებული და პროაქტიური იქნება.

საარჩევნო ციკლის განმავლობაში, IRI ყველა მონაწილეს მოუწოდებდა არჩევნების დასრულების შემდეგ მისი შედეგები ეღიარებინა:

„მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს ყველანაირი უფლება აქვთ საჩივრები შეიტანონ სათანადო ლეგალური არხების გავლით, მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დემონსტრაციები და გრძელვადიანი დემონსტრაციების მოწოდებები დაარღვევს დემოკრატიული პროცესის არსს. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია არა მხოლოდ აღიარებს არჩევნების შედეგებს, არამედ დაიწყებს მომავლისთვის მოსამზადებელი აქტიური ზომების მიღებას, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

IRI აცხადებს, რომ „ჯერ ძალიან ადრეა დასკვნის გაკეთება, თუ არჩევნების შემდეგ, რამდენად გაძლიერდა ან დასუსტდა სახელმწიფო, როგორც ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მქონე ქვეყანა“. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მოუწოდებს, გაითვალისწინოს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიული აღმშენებლობის თვალსაზრისით აქვს აღებული.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

IRI არჩევნები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი 2018-12-01
Tags IRI არჩევნები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

„სადღაც ვაკეში შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს, მაგრამ იმის დაწერა, რომ სამეგრელოში მოიგეს, არის იქ მცხოვრები თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა“

მსგავსი სტატიები

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სექსუალურ შევიწროებაზე ვიდეო გადაიღო

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სექსუალურ შევიწროებაზე ვიდეო გადაიღო

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018
გიორგი სიორიძე: კრწანისელებს  ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში

გიორგი სიორიძე: კრწანისელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში

ირაკლი შალიკაშვილი 21 სექ 2021

„ნაცმოძრაობის“ კიდევ 11 წევრი, მათ შორის კოტე იოსელიანი, მომდევნო სხდომამდე გაათავისუფლეს

11 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge