არგენტინის დედაქალაქში მიმდინარე G-20 სამიტზე შეკრებილ ლიდერებს შორის, საუდის არაბეთის პრინცი, მოჰამედ ბინ სალმანიც იყო.
საერთო, სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს, ის არცერთმა ლიდერმა არ შეიმჩია, რის გამოც, მას განცალკევებით, მარტოს მოუწია დგომა.
ცოტა ხნის წინ, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში ტახტის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის დაკვეთით მოკლეს. ამერიკული მედიის ცნობით, ასეთ დასკვნამდე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (CIA) მივიდა.
როგორც Wall Street Journal-ს უთხრა ინკოგნიტო ოფიციალურმა წყარომ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო არ ფლობს აშკარა მტკიცებულებას ამის შესახებ, მაგრამ დასკვნა საუდის არაბეთში სისტემის ფუნქციონირების სპეციფიკას ეყრდნობა. წყაროს ცნობით,”ეს არ მოხდებოდა და არც შეიძლება მომხდარიყო” პრინც მოჰამედის მონაწილეობის გარეშე.
შეგახსენებთ, წარმოშობით საუდელი არაბი ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, რომელიც 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს. ხაშოგი ოფიციალურ ერ-რიადს და საუდის პრინცს ხშირად აკრიტიკებდა.
კომენტარები