NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ხალხში არაა გაცნობიერებული, რომ მოციმციმე არითმიის განკურნება შესაძლებელია“ – კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია

„ხალხში არაა გაცნობიერებული, რომ მოციმციმე არითმიის განკურნება შესაძლებელია“ – კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია

30 ნოე 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 2524 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ერთ საერთო ფრაზას გეტყვით, რომელსაც პაციენტები ხშირად მეუბნებიან – არ ვინანეთ ამ ოპერაციის გაკეთება“, – ამბობს ექიმი კარდიოლოგი გიორგი ჩხოლარია, რომელიც ქუთაისში, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ კრიოაბლაციის ოპერაციას უკვე 5 თვეა ატარებს.

აღნიშნული ოპერაცია რეგიონის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში ტარდება და ის თბილისის შემდეგ, უკვე ქუთაისში წარმატებით დაინერგა. მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ პირველმა კრიოაბლაციამ 2018 წლის ივლისში ქუთაისში წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ, ქუთაისში კიდევ არაერთი ოპერაცია ჩატარდა. გიორგი ჩხოლარია ამბობს, რომ კრიოაბლაცია, შედეგების თვალსაზრისით, იმაზე უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

ექიმი კარდიოლოგი აღნიშნავს, რომ აქამდე, მოციმციმე არითმიის სამკურნალოდ, რადიოსიხშირულ აბლაციას მიმართავდნენ, რაშიც საკმაოდ დიდი დრო იხარჯებოდა. კრიოაბლაციის შემთხვევაში კი, პროცედურა თითქმის განახევრებულია და როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი ეფექტს მომენტალურად იღებს. ამასთან, არ სჭირდებათ ნარკოზის გამოყენებაც. კრიოაბლაციის კიდევ ერთი უპირატესობა მარტივი პროცედურაა, რის გამოც მას ბევრი პაციენტი თანხმდება.

„ოპერაციაზე საუბრისას, პაციენტის პირველი პასუხია ხოლმე, რომ ეშინიათ. თუმცა, კრიოაბლაციის შემთხვევაში, მათი დაყოლიება უფრო ადვილი გახდა. როცა ვუხსნით, რომ ეს არის უნარკოზო ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს, რომ მეორე დღეს უკვე სახლში მიდის, ოპერაცია უსისხლოა და არ არის მტკივნეული, მას უკვე რთულ ოპერაციად არ აღიქვამენ,“ – ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, მოციმციმე არითმია ძალიან გავრცელებული დაავდებაა განსაკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში. ექიმი ამბობს, რომ დაავადების მაჩვენებლები მზარდია არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, თუმცა, მიმართვიანობა მაინც დაბალია.

„ხალხში არ არის გაცნობიერებული, რომ ამ დაავადების განკურნება შეიძლება. დაავადებას უყურებენ, როგორც ქრონიკულს და მიაჩნიათ, რომ მთელი ცხოვრება წამლების ქვეშ უნდა იყვნენ,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

მისივე თქმით, ამ ოპერაციის დანერგვა შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის პროგრამის გარეშე, რომელიც ასაკით პენსიონერებს და მიზნობრივი პოლისის მატარებელ პაციენტებს აფინანსებს.

„პროცენტული მაჩვენებლი, ვინც კრიოაბლაციაზე თანხმდება, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსებული იქნებოდა არა საპენსიო ასაკის ხალხშიც,“- ამბობს გიორგი ჩხოლარია.

კრიოაბლაციის საშუალებით შესაძლებელია: არითმიის დიაგნოსტიკა და მისი მექანიზმის გარკვევა და შემდეგ არითმიის კერის (უჯრედების ჯგუფის, დამატებითი გამტარი გზის) მოშორება და ამ არითმიისგან პაციენტის საბოლოო განკურნება. პროცედურის შესახებ: კრიოაბლაცია მინი ინვაზიური პროცედურაა. ამ პროცედურის დროს ადგილობრივი ანესთეზია ბარძაყის ან ლავიწქვეშა მიდამოში კეთდება და შესაბამის ვენაში რამდენიმე კათეტერი დგება. აღნიშნული კათეტერების მეშვეობით გულში სადიაგნოსტიკო და სააბლაციო ელექტროდები შეჰყავთ. ელექტროდების გადაადგილება პაციენტისთვის უმტკივნეულოა და რენტგენოსკოპიის კონტროლით ხორციელდება. ელექტროდები გულში სათანადო ადგილებში თავსდება. კრიოაბლაციის დროს, სპეციალური კათეტერის საშუალებით ხდება არითმიის კერის დაზიანება (მოყინვა). კრიოაბლაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3 საათია.

კრიოაბლაციის მიმართულებით დღეს საქართველოში 3 წარმატებული ექიმ-კარდიოლოგი მუშაობს: ზვიად მათოშვილი,გიორგი პაპიაშვილი, გიორგი ჩხოლარია.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.janmrteligulit.ge

კომენტარები

არითმია მოციმციმე არითმია ქუთაისი 2018-11-30
Tags არითმია მოციმციმე არითმია ქუთაისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიგაურის თქმით, ელ.ფოსტაზე სავარაუდოდ მთავრობის ჰაკერული შეტევის შესახებ Google-გან შეტყობინება მიიღო

შემდეგი სტატია

აშშ-ს ელჩი: „აუცილებელია ყველამ პატივი სცეს არჩევნების შედეგებს და აღიარონ გამარჯვებულის გამარჯვება“

მსგავსი სტატიები

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაზე სასამართლო მსჯელობს

11 დეკ 2017

სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნინო ჩხეიძე 10 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge