NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ“

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ“

30 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 477 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მანიფესტაციისთვის ემზადება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით,“ – ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქცია სპონტანურად არის დაგეგმილი და ხალხის მობილიზება ორგანიზებულად არ ხდება.

გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ, მიმდინარე შვილმოკლული მამების აქციის ორგანიზატორებს შეხვდება.

„ყველაფერი დამოკიდებულია ქართული ოცნების პასუხზე. მე მათ არ ვურჩევდი, კუთხეში მიამწყვდიოს 800 ათასი ადამიანი, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ჩვენ,“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

როგორც პაატა დავითაია აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ვეღარ ექნება.

ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. დღეს გახდება ცნობილი სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება არჩევნების შემდგომ სტრატეგიაზე.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

აქცია გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა 2018-11-30
Tags აქცია გაერთიანებული ოპოზიცია გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აშშ-მა პოლონეთისთვის ახალი საარტილერიო სარაკეტო სისტემის მიყიდვას მხარი დაუჭირა

შემდეგი სტატია

ძლიერმა ქარმა ქუთაისის ცენტრში ნაძვის ხე წააქცია

მსგავსი სტატიები

აეროპორტის დასახლებაში ახალი კაპიტალური გზა მოეწყობა

აეროპორტის დასახლებაში ახალი კაპიტალური გზა მოეწყობა

10 მაი 2018

ყირიმი რუსეთის ტერიტორიად კიდევ ერთმა ქვეყანამ აღიარა

16 ოქტ 2017

„რაღაც რაოდენობა ადამინებისთვის შეიძლება ეს მტკივნეული იყოს“

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

    თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

  • ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

    ეკა ხერხეულიძე: ასე რომ, ძვირფასო კოლეგებო, ნიკას თქმით, ნუ შეწუხდებით დამატებითი კითხვების დასმით

  • დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

    დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში

  • კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

    კომპრომისზე უნდა წავიდეთ მათ შორის ოპოზიციური ერთიანობის დასაცავად!

  • ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

    ირინა სარიშვილი: ეგებ ვინმემ ამიხსნას რომ რაც აქ დავწერე, ასე არ არის ან მე რაღაც ვერ გავიგე – მადლობელი დავრჩები

  • „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

    მე მხარს ვუჭერ, რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს

  • მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

    მედიატორის ახალი დოკუმენტი არის ვარიანტი, რომელზეც ხელის არმოწერა არ შეიძლება – ეს არის შანსი საქართველოსთვის

  • თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

  • 5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

    5 პუნქტიანი წინადადება, რომელიც შარლ მიშელმა მხარეებს შესთავაზა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge