NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»სალომე ზურაბიშვილი: … ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი

სალომე ზურაბიშვილი: … ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი

30 ნოე 2018 პოლიტიკა 778 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩემი პრიორიტეტი საქართველოს ევროპაში წაყვანაა, ევროპიდან საქართველოში სწორედ ამისთვის ჩამოვედი, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია Euronews-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, იმ საზოგადოებამ აირჩია, რომელსაც საქართველში მეტი ევროპა, საქართველო კი ევროკავშირის წევრად სურს, ამისთვის ექვსი წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

„პრეზიდენტს პირდაპირი პოლიტიკური და აღმასრულებელი ძალაუფლება ნაკლებად ექნება, მაგრამ როგორც პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს ექნება გავლენა, ასევე ექნება წარმომადგენლობითი ძალაუფლება ქვეყნის გარეთ, რაც ჩაწერილია კონსტიტუციაში. როგორც ყოფილ ევროპელ, ფრანგ დიპლომატს, ჩემი გამოცდილებით და კონტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან, ვფიქრობ შესაფერისი ვარ საქართველოს გარდამავალი პერიოდისთვის, ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე“, – აღნიშნა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა.

Euronews-ის ჟურნალისტის კითხვაზე, აწუხებს თუ არა ვლადიმერ პუტინის მხრიდან აგრესიის რისკი საზღვრებზე, ბოლო კვირის მოვლენებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს საზღვრებზე პუტინის აგრესია არასდროს შეჩერებულა და საქართველოს საოკუპაციო ხაზი ქვეყნის ტერიტორიაზე აქვს, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს.

„ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მახლობლად ცხოვრობს და მათ მუდმივად იტაცებენ. ეს მუდმივი საფრთხეა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე გვაწუხებს შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი კიდევ ერთი საზღვარია. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს საქართველოსთვის შეშფოთების საგანია. ისე როგორც არასდროს, ჩვენ დამოკიდებული ვართ და ველოდებით ჩვენი ევროპელი, ამერიკელი და ნატო-ელი პარტნიორების რეაქციებს. ჩვენი უსაფრთხოება პირდაპირაა მათზე დამოკიდებული. ჩვენ საოკუპაციო ხაზზე, სადამკვირვებლო მისიას სწორედ ევროკავშირი ახორციელებს და ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის უფრო მეტი პირდაპირი ჩართულობა, საოკუპაციო ხაზის ირგვლივ უსაფრთხოების უკეთესად შენარჩუნებისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

Euronews-ის ჟურნალისტმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, მოუტანს თუ არა ქვეყანას რაიმე განსხვავებულს პრეზიდენტად ქალის არჩევა, კონკურენტ მამაკაცებთან შედარებით, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს ათ ქალ პრეზიდენტს შორის ყოფნა, რაც საქართველოს მსოფლიოში მნიშვნელობას შესძენს.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტად ქალის არჩევა ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით შერიგებისთვის. „არჩევნების კამპანია და წინა პერიოდი აღინიშნა ძალადობრივი პოლიტიკური დამოკიდებულებით და ჩვენ

გვჭირდება შერიგების პროცესში შესვლა. ამისთვის ქალი უფრო კარგადაა აღჭურვილი, ვიდრე მამაკაცი. ჩემი განზრახვაა სწორედ ასეთი პრეზიდენტი ვიყო, რომელიც ეცდება დადგეს პოლიტიკურ პარტიებზე მაღლა, რომელიც არ წარმოშობს პოლიტიკურ დაპირისპირებას. ვეცდები მივაწოდო საზოგადოებას ევროპული მიდგომები, რასაც ხალხის ელოდება. მათ მშვიდობა და მეტი პროგრესი სურთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

TOP პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2018-11-30
Tags TOP პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახალ თანამშრომლობაზე გადასვლა“

შემდეგი სტატია

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

მსგავსი სტატიები

„მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს“

„მთავრობაში ელიტური კორუფცია არ არსებობს“

21 სექ 2018
ჩვენ ვიცით, რომ იქ, სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში

ჩვენ ვიცით, რომ იქ, სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში

ირაკლი შალიკაშვილი 29 სექ 2020
გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილზე – წყალწაღებული ხავსს ეჭიდება

გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილზე – წყალწაღებული ხავსს ეჭიდება

ირაკლი შალიკაშვილი 17 ივლ 2019

უახლესი ამბები

  • მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

    მამუკა მდინარაძე: რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ… ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა ქალბატონი სალომე

  • გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

    გიგა ბოკერია: ეს ბიჭი შეირჩა იმ ნიშნით, რომ ჩათვალეს მისი დემონიზება ადვილი იქნებოდა

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge