საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„მე დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია. იმიტომ რომ დღეს არის სიტუაცია, როდესაც თითოელმა მოქლაქემ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ვინაიდან დღეს არ არის მარტივი ვითარება, ის რაც პირველ ტურში ვიხილეთ ნამდვილად მოულოდნელი იყო. მიზეზებზე საუბარი ახლა საჭირო არ არის.
თუმცა, ვფიქრობ რომ დღეს საბოლოოდ უარი უნდა ეთქვას იმ მოძალადე რეჟიმს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სათავეში იყო ბოლო 10 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები