NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებს არ დაუშვან პროვოკაციები“

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ სუბიექტებს არ დაუშვან პროვოკაციები“

28 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 775 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული-ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, არჩევნებზე ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ამასთან დაკავშირებით მან პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

„მოგეხსენებათ, ზუსტად 8 საათზე დაიწყო ხმის მიცემის პროცესი საპრეზიდენტო არცევნებისთვის მეორე ტურისთვის, გაიხსნა საარჩევნო უბნები და ამ ეტაპისთვის რაიმე არსებითი ხარვეზები არ დაფიქსირებულა.

ხელისუფლება არის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ისევე, როგორც საქართველოში 2012 წლიდან ჩატარებული ყველა არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში.

მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მონაწილეობა მივიღოთ საარჩევნო პროცესში და დავაფიქსიროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში ჩვენი პოზიცია.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, მიიღოს ყველა ზომა საარჩევნო პროცედურების დასაცავად.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღოს ყველა ზომა შესაძლო პროვოკაციების და ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

მოვუწოდებთ ასევე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ არჩევნებს, არ დაუშვან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა და პროვოკაციები.

ყველა ასეთ დარღვევაზე ქნება კანონიერი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. უკვე ჩანს, რომ არის მცდელობები გარკვეულ ადგილებზე, რომ ასეთი პროვოკაციები იქნას ინიცირებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნიო პროცესს. ასევე მივმართავთ დამკვირვებლებს, რომ სათანადიოდ ასახონ ის დარღვევები და ფაქტები, რასაც ადგილი ექნება და თუ ექნება დაკვირვების პროცესში.

ასევე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია, ემოციურად აქტიურად არის ყველა ამ პროცესში ჩართული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ავყვეთ იმ პროვოკაციებს, რომლის მცდელობებიც როგორც ჩანს დღის განმავლობაში იქნება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოფთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, რაც არა რომელიმე პარტიის, არამედ მთელი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი მონაპოვარი იქნება!“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

არჩევნები არჩევნების მეორე ტური თამარ ჩუგოშვილი მეორე ტური 2018-11-28
Tags არჩევნები არჩევნების მეორე ტური თამარ ჩუგოშვილი მეორე ტური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

შემდეგი სტატია

„დღეს მე გავაკეთე არჩევანი საქართველოს მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ“

მსგავსი სტატიები

ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი

ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივნ 2020
მამუკა ხაზარაძე: უკრაინაში იმის სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი …

მამუკა ხაზარაძე: უკრაინაში იმის სათქმელად მივდივართ, რომ რუსეთი …

ირაკლი შალიკაშვილი 02 თებ 2022
ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით

ჩვენი ბიჭების ცხედრები არ იყო გაციებული, როდესაც რაღაც გაუგებარს ვზეიმობდით

ირაკლი შალიკაშვილი 22 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge