NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი ვაშაძე – დაანებეთ კანონდარღვევებს თავი, ყველაფერს ავსახავთ აუცილებლად

გიორგი ვაშაძე – დაანებეთ კანონდარღვევებს თავი, ყველაფერს ავსახავთ აუცილებლად

28 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 776 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე არჩევნების პირველ ტურში იყო. ვაშაძემ ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე იმ კონკრეტულ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ინტერაქტიულ რეჟიმში მათ შტაბში შედის.

„ამ წუთისთვის პირველ ტურთან შედარებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო უბნებზე. მე ხელთ მაქვს ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ გურჯაანის ერთ-ერთ უბანზე წინასწარ ხელმოწერილი ოქმი არსებობს და მას მხოლოდ ჩვენი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლია. ეს არის გაუგონარი კანონდარღვევა და წარმოუდგენელია, რაც ხდება. ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა ზოგადად მთლიანად გურჯაანში, სადაც ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ჩვენი წარმომადგენელი უბნიდან, რადგან ყველა უბანზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ, კაბინიდან გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი და აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს ხელისუფლების კანდიდატი.

ეს არის გაუგონარი დარღვევა და მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ შტაბს – დაანებეთ კანონდარღვევებს თავი. ყველაფერს ავსახავთ აუცილებლად. გარდა ამისა, ჩვენს წარმომადგენლებს არ აძლევენ დარღვევების კამერაზე ასახვის საშუალებას. ასევე, მარნეულში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, რომელიც აიძულებს ამომრჩეველს, ღიად აჩვენოს შემოხაზული კანდიდატი. დიდუბეში, 29-ე უბანზე, საერთაშორისო დამკვირვებელი გამოაძევა კომისიის თავმჯდომარემ, რადგან უცხოელმა დამკვირვებელმა უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა. ნაძალადევში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სამაგიდო სიებით ხელში. ეს არის კანონდარღვევა, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. სხვადასხვა უბნებზე ჩვენს წარმომადგენლებს არ ეძლევათ საშუალება თავიანთი მოვალეობები შეასრულონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

არჩევნები არჩევნების მეორე ტური გიორგი ვაშაძე დარღვევები მეორე ტური 2018-11-28
Tags არჩევნები არჩევნების მეორე ტური გიორგი ვაშაძე დარღვევები მეორე ტური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დღეს, ჩვენ უნდა დავასრულოთ არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის მმართველობა ქვეყანაში“

შემდეგი სტატია

„არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, რაც დიპკორპუსის წარმომადგენლებმა დაადასტურეს“

მსგავსი სტატიები

ნიკა მელია: …ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა

ნიკა მელია: …ისევ ქართველებს მოგვიწევს გაქცევა

ირაკლი შალიკაშვილი 04 აგვ 2022
გახარია: დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია

გახარია: დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია

ირაკლი შალიკაშვილი 02 ოქტ 2021
პაატა მანჯგალაძე: კანდიდატებს ლამის ბავშვობაში დადებულ „პოსტებზე“ სთხოვენ პასუხს – ეს საშიში გზავნილია

პაატა მანჯგალაძე: კანდიდატებს ლამის ბავშვობაში დადებულ „პოსტებზე“ სთხოვენ პასუხს – ეს საშიში გზავნილია

ნინო ჩხეიძე 28 ოქტ 2022

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge