NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ“

„დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ“

28 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1064 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეგზიტპოლების შედეგების გასაჯაროების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველი ტურის შემდგომ, ეგზიტპოლებზე ალბათ სახიფათოც კია გავაკეთოთ რეაქცია, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი შიდა კვლევაც აღარ გახლავთ, თანაც ჩვენი კონკურენტის მიერ დაქირავებული კომპანიაც აცხადებს ეგზიტპოლებს და შესაძლებელია უკვე რომ გავაკეთოთ შესატყვისი რეაქცია. მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ამომრჩეველს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას.

თუ მთლიანად შევაფასებთ პროცესს, რაც მოხდა ამ არჩევნებში, როგორც პირველ ტურში , ისე მეორე ტურში და ზოგადად, ბოლო თვეების განმავლობაში როგორც განვითარდა პროცესები პოლიტიკაში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება და ყველაზე მთავარი რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში.

მეც აქ მინდა გავიგივდე და საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და მინდა ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, რომ მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება, გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს და ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.

მოკლე პერიოდი, რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლოეს ისტორიაში, რაც ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, ეს არ არის ბევრი წლებით თუ გადავთარგმნით, ის რაც საზოგადოებამ აჩვენა, ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება და ძალიან კარგი გაგება სიტუაციის და ძალიან კარგი რეაქცია, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი.

გუნდმაც გააკეთა რეაქცია, პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია. მეც გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას. მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება.

მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის, ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება , რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ.

დიდი მადლობა კიდევ ჩვენს საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა. ჩვენ ასეთივე თავდადებით შევეცდებით, გუნდთან ერთად, აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში- ჩვენს ევროპაში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნება 2018-11-28
Tags ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე მოვუწოდებ პოლიციას დადგეს ხალხის მხარეს“

შემდეგი სტატია

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა

მსგავსი სტატიები

მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ირაკლი შალიკაშვილი 06 ოქტ 2021
სააკაშვილი: პაციენტი, სახელად საქართველო, კვდება

სააკაშვილი: პაციენტი, სახელად საქართველო, კვდება

15 დეკ 2018

„ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი მფლობელი ნატო ჩხეიძე ჩვენებას სასამართლოს მისცემს

სოსო ელისაშვილი 01 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ისტორიული ფოტო

    ისტორიული ფოტო

  • დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

    დმიტრი მურატოვი: რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ამზადებს ხალხს იფიქრონ, რომ ბირთვული ომი ცუდი არ არის

  • გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

    გიორგი ვაშაძე: დეოლიგარქიზაციის კანონი არის იმისთვის, რომ ისევ და ისევ ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ – აქ გვჭირდება ისეთივე ერთიანობა, როგორც გვქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით

  • საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

    საქართველოს ბანკი სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით პროექტის ,,უფასო ვებგვერდი ბიზნესს“ მეორე ეტაპს აგრძელებს

  • Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

    Porsche Driver Experience – პორშეს ახალი კონცეფციის დებიუტი „კაიენში

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

  • თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

    თიბისი კონცეპტში ინტერდისციპლინური კულტურის ფესტივალი “ხიდი: თბილისი – ციურიხი” ტარდება

  • ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

    ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

  • სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

    სალომე სამადაშვილი: წულუკიანს თუ სურს პროკურორის ფუნქციები შეითავსოს, შეუძლია დაიწყოს გამოძიება ზურაბ აბაშიძესთან გასაუბრებით, თუ რა ბედი ეწვია იმ ნახატებს, რომელიც ბრიუსელში მისი ელჩობის პერიოდშია ჩატანილი

  • სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

    სანდრო ბრეგაძე: ჯაბა იოსელიანს თავის წიგნში ნათლად აქვს აღწერილი, ზაზა სვანაძის დაჯგუფებამ და გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ როგორ ჩაცხრილეს ავტობუსში უირაღო ზვიად გამსახურდიას მომხრეები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge