NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

27 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, სამართალი 1019 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ სარალიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, თადუმაძე მას დაპირდა შეხვედრას, მას შემდეგ კი, რამდენიმე თვე გავიდა და მასთან კომუნიკაციაზე არავინ გადის.

„როცა თადუმაძეს შევხვდი, დამპირდა, 2-3 კვირაში დაგიძახებ, შევხვდეთ და გავიაროთ ყველაფერიო, ის 2-3 კვირა კი 4-5 თვე გაიწელა. მოვითხოვ, პირადად მასთან შეხვედრას, ამ საქმის პროკურორების თანდასწრებით, რომ ჩამაყენოს საქმის კურსში.

ქალბატონი ეკა ბესელია გამოდის და ბრალდებებს აყენებს ჩემს წინაშე, დაზარალებული მხარე არ ესწრება პროცესებსო. როდის მერე გავხდი მხარე? ცოტა ტვინი დააყოლონ რა ბრალდებებს ისვრიან ჩემს წინააღმდეგ.

თადუმაძეს მოვთხოვ პირდაპირ, გააკეთოს განმარტება, რასაც ივანიშვილი, ბესელია, ოხანაშვილი, მდინარაძე და ისინი აცხადებენ, დაველოდოთ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოსო”, – აცხადებს სარალიძე.

ის უკმაყოფილოა ბრალდების მხარესთან კომუნიკაციის ნაკლებობით.

„პროკურორმა შიგნითაც მითხრა პროცესზე, რომ მორჩება დავილაპარაკოთო. სად არის? ალბათ, სათქმელი არაფერი აქვთ ჩემთან.

ისე გაიპარნენ, არაფერი გამიგია. რისთვის მაცდევინეს? პროკურატურა უნდა იყოს და ალბათ ასე წერია საქართველოს კოდექსშიც, რომ პროკურორი არის ჩემი წარმომადგენელი პროცესზე. საერთოდ კომუნიკაცია არ გამაჩნია მათთან, არაფერზე მაყენებენ საქმის კურსში. პროცესის დაწყებამდე ქალბატონი მეუბნება, მე ამ საქმის პროკურორი ვარ და არა სხვა საქმისო. რას ქვია ეს საქმე და სხვა საქმე? ანუ გაყალბებული საქმის პროკურორია, რომ ბოლომდე მიიყვანოს, როგორც თვითონ უნდათ? მასე სადაა?

მოვითხოვ თადუმაძისგან, გააკეთოს განმარტება, რომ სასამართლო და მოსამართლე არ არის უფლებამოსილი საქმეში ახალი ფიგურანტი შემოიყვანოს”, – დასძენს სარალიძე.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე 2018-11-27
Tags ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საარჩევნო უბანზე რჩებით ერთი-ერთზე საქართველოს არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე“

შემდეგი სტატია

დღეს, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა სტამბოლში იმართება

მსგავსი სტატიები

ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად

ვაგრძელებთ შრომას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის და ვემზადებით 2024 წელს ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად

ირაკლი შალიკაშვილი 28 მარ 2021
ლევან ჯავახიშვილი: “სოროსის ფონდის” პირველი ოფისი გოგა ხაინდრავას სახლში იყო. გვარიან ქირას უხდიდა ფონდი მთელი 5 წლის მანძილზე

ლევან ჯავახიშვილი: “სოროსის ფონდის” პირველი ოფისი გოგა ხაინდრავას სახლში იყო. გვარიან ქირას უხდიდა ფონდი მთელი 5 წლის მანძილზე

ნინო ჩხეიძე 18 თებ 2023
შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?

შეზღუდვები საახალწლოდ რატომ მოიხსნება, გაუგებარია, პანდემია რა, საახალწლოდ ისვენებს?

ირაკლი შალიკაშვილი 26 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge