NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»The Washington Post – რატომ არის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპისთვის

The Washington Post – რატომ არის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპისთვის

27 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 760 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რატომ არის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ ევროპისთვის, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოსა და დასავლეთისთვის ფსონი, როგორც არასდროს, მაღალია. საქართველო ან აჩვენებს, რომ გადალახა გარდამავალი პოსტსაბჭოთა დემოკრატიის პერიოდი და ევროპულ ოჯახში ადგილი დაიმკვიდრა, ან მისი, როგორც თანამედროვე დემოკრატიის იმიჯი დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ემოციები გაძლიერდა, პოლიტიკური დებატები ხშირად გადადიოდა ბინძურ პერსონალურ თავდასხმებში, ძალადობისა და არეულობის საფრთხე რეალური გახდა. მშვიდობიან და საერთაშორისოდ აღიარებულ მეორე ტურს შეუძლია ახლა ეროვნული ერთიანობის აღდგენა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე შენარჩუნება“, – წერია ია მეურმიშვილის სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო უკვე არის გამონაკლისი ყოფილ საბჭოთა სივრცეში. ქვეყანას აქვს ბევრად უკეთესი შედეგი დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში, ეკონომიკურ რეფორმებსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა სახელმწიფოებს, ბალტიის ქვეყნების გარდა. ქვეყანა არის მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთში ნატო-ს მისიებში.

„15 წლის წინ, 2003 წლის ნოემბერში საქართველოში „ვარდების რევოლუციამ“ სათავე დაუდო მასშტაბურ დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს. როდესაც 2007 წლის შემდეგ იმპულსი შენელდა, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც პოლიციის სპეციალური დანიშნულების ძალები გამოიყენა ოპოზიციური ტელეკომპანიების რეიდებისა და დახურვისთვის, ანტისამთავრობო დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის. ამის მიუხედავად, 2012 წელს საქართველოში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რასაც შედეგად მოჰყვა ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაბარება. „ქართული ოცნების“ ახალმა მთავრობამ თავდაპირველად ასევე გადაამეტა, როდესაც ყოფილი მთავრობის ბევრი წევრი დააკავა, თუმცა დროთა განმავლობაში მისი პრაქტიკა გაუმჯობესდა. ექვსი წლის შემდეგ, საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიული ეტაპი გადალახა: 1991 წლის შემდეგ პირველად, მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, რამაც მეორე რაუნდი გამოიწვია. ეს ჭეშმარიტი დემოკრატიული პროცესის მანიშნებელი გახდა“, – აღნიშნულია The Washington Post-ის სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამჟამად საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება, რაც არის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალი, სამართლიანი მეორე ტურის ჩატარება, რომელშიც როგორც წაგებული, ისე მოგებული კანდიდატი აღიარებს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებას. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია სხვა გამოწვევების წინაშეც დგას.

„მედიაგარემო სრულად პოლარიზებული გახდა, მსხვილი სამთავრობო და ოპოზიციური ტელეკომპანიები ღიად აწარმოებენ თავიანთი რჩეული კანდიდატების მხარდამჭერ კამპანიას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მკაცრ მოპყრობას განიცდიან მთავრობის მხრიდან, რომელიც მათ ოპოზიციის ნაწილად განიხილავს. ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი აფინანსებს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და მმართველ პოლიტიკურ პარტიას, სხვა პარტიების საზიანოდ. რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, იყენებს დეზინფორმაციას და კიბერთავდასხმებს არჩევნებზე გავლენის მოსახდენად“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, ყველა ამ გამოწვევის გათვალისწინებით, თუ საქართველო ვერ ჩაატარებს არჩევნების თავისუფალ და სამართლიან მეორე ტურს, ბევრ ევროპულ დედაქალაქში სკეპტიკოსები მიიღებენ ამას, როგორც დადასტურებას, რომ საქართველო არ არის მზად, იყოს დასავლეთის ნაწილი.

„ეს იქნება ტრაგედია ქართველი რეფორმატორებისთვის, რომლებმაც ეს ქვეყანა ამ დონემდე მიიყვანეს. მეორე მხრივ, წარმატებული არჩევნები, განურჩევლად იმისა, ვინ გაიმარჯვებს, იქნება ჯილდო ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობისთვის, რომელმაც აჩვენა, რომ დასავლური ღირებულებების მქონე, თავისუფლების მოყვარული და ღია საზოგადოების დამფასებლები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შედეგი საქართველოს ტრანსატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე შეინარჩუნებს. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის ისევე, როგორც თავად საქართველოსთვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

The Washington Post არჩევნები მეორე ტური 2018-11-27
Tags The Washington Post არჩევნები მეორე ტური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოტბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტად გაიყიდა

შემდეგი სტატია

Dior-ის საახალწლო ნაძვის ხე (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

ივანე მაჭავარიანი: სიმბოლურია, რომ ევროპულ საბაჟოზე კოდექსზე ვსაუბრობთ საბაჟო სამსახურის შექმნის 100 წლისთავზე

10 სექ 2018

“ჩვენი მთავარი მიზანია მამაკაცებისა და ქალებისთვის განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა”

12 დეკ 2017
პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

ირაკლი შალიკაშვილი 02 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge