NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საარჩევნო უბანზე რჩებით ერთი-ერთზე საქართველოს არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე“

„საარჩევნო უბანზე რჩებით ერთი-ერთზე საქართველოს არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე“

27 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1038 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ასეთი დიდი საფრთხის წინაშე საქართველო არ მდგარა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, – ამ წინასაარჩევნო განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს მიმართა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხვალ არ წყდება უბრალოდ ის, თუ ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. მისი აზრით, ხვალინდელი დღის შედეგზეა დამოკიდებული “საქართველოს არსებობა, საქართველოს დამოუკიდებლობის ყოფნა-არყოფნა, საქართველოში ქართველების დარჩენა-არდარჩენა“.

“საქმე იმაშია, რომ რუსეთიდან შემოგდებულმა ოლიგარქმა და ასევე რუსეთის ხელდასმით დაყენებულმა კანდიდატმა უკვე გამოაცხადეს, რომ მათ უნდა გაასამართლონ ჩვენი სამხედროები საქართველოს დაცვისთვის, რომ ისინი მზად არიან შექმნან საქართველოს ტერიტორიების ანექსიის და მსოფლიოს მიერ აღიარების საფუძველი. ისინი ამტყუნებენ საქართველოს! ამის პარალელურად, ოლიგარქმა დასახა “საქართველოს რკინიგზის“, მთელი ელექტროსისტემის და ყველაფერი დანარჩენის, რაც ჯერ ჯიბეში არ ჩაუდია, ჯიბეში ჩადების და თქვენი საბოლოოდ გაღატაკების გეგმები. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა არ ქნას და მან თავისი გაიტანოს, საქართველოს უკანმოუხედავად დატოვებს კიდევ 1-მილიონი ყველაზე შრომისუნარიანი ქართველი და ისინი უკან ვეღარასდროს ვეღარ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

„რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ამერიკა ერთი თაობის იქეთ არის თავისუფლების დაკარგვამდე. საქართველო არჩევნების ერთი დღის იქეთ არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხემდე. ამ საფრთხის შეჩერება თითოეული ქართველის წმიდათა-წმინდა ვალია. ოლიგარქმა ქნა ყველაფერი – მან დაარიგა ხახვი, კარტოფილი, გატყუებთ, რომ გაწერთ საბანკო ვალებს, თუმცა არაფერს არ გაწერთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ – საარჩევნო უბანზე თქვენ რჩებით ერთი-ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან, საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე. იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს. თუ თქვენ რეგიონებში მიდიხართ და მანქანაში, “მარშუტკაში“ თავისუფალი ადგილი გაქვთ, გთხოვთ, ის ხალხი წაიყოლეთ ვისაც საშუალება არა აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. ხვალ წყდება საკითხი ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ მას ბოლომდე იდებს ჯიბეში ოლიგარქი და მისი პატრონი – რუსეთი. ხვალ არის ერთის მხრივ ხალხის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და მეორეს მხრივ, ივანიშვილის, რუსეთის და საქართველოს მტრების კანდიდატი – ეს მოღალატე ქალი. ეს არის არჩევანი! მოდი გვერდზე გადავდოთ ჩვენი წინააღმდეგობები და განსხვავებები. მიდით, ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მომავლის გარშემო“, – ამ სიტყვებით მიმართავს სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

არჩევნები მეორე ტური მიხეილ სააკაშვილი 2018-11-27
Tags არჩევნები მეორე ტური მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტამბოლში დღეს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომა იმართება

შემდეგი სტატია

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

მსგავსი სტატიები

„დეველოპერები მაოხრებელი „ცეხავიკები“ არიან, ქალაქის მერი კი მათ ხელს უწყობს“

„დეველოპერები მაოხრებელი „ცეხავიკები“ არიან, ქალაქის მერი კი მათ ხელს უწყობს“

25 დეკ 2018

10 მიზეზი რაც ქალებს გარეგნულად აბერებს

02 ოქტ 2017
სასაცილო მდგომარეობა ის იქნება, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება, 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე

სასაცილო მდგომარეობა ის იქნება, რომ კიდევ ჯანმრთელად და კარგად იქნება, 40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ესე იგი, სხვა რაღაცაშია საქმე

ირაკლი შალიკაშვილი 03 ნოე 2021

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge