NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„რა უნდა გიკვირდეს იმ ქვეყნისგან, რომლის ხელისუფლების მთავარი ბუნება არის იმპერიალიზმი“

„რა უნდა გიკვირდეს იმ ქვეყნისგან, რომლის ხელისუფლების მთავარი ბუნება არის იმპერიალიზმი“

27 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 196 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გრიგოლ ვაშაძე კვირის აქცენტებთან საუბარში ამბობს, რომ ოფიციალურმა კიევმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს შესაბამისი უწყებების მიერ თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას.

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს რომ ქერჩის ყურე და ყირიმის აკვატორია გადააქციოს თავისი ტერიტორიულ წყლებად. რა უნდა გიკვირდეს იმ ქვეყნისგან, რომლის ხელისუფლების მთავარი ბუნება არის იმპერიალიზმი,“ -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ უკრაინამ ფრთხილი და მოზომილი გადაწყვეტილება მიიღო და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.

კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საქართველოსაც მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება და თავიან აეცილებინა 2008 წლის აგვისტოს ომი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ უშედეგოდ.

„ვიკილიქსში არის 135 ტელეგრამა, რომელიც მე მეხება პირადად და ჩემს საუბრებს შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, ბატონ ჯონ ტაფტთან. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა ხდებოდა უკვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის 28, 29, 30 ივლისს და 1 აგვისტოს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შენარჩუნებულია საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო არეალში და ეს გააკეთა სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსულ სპეკულაციებია, რომ საქართველომ დაბომბა  მძინარე ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გრიგოლ ვაშაძე რუსეთი უკრაინა ქერჩის სრუტე 2018-11-27
Tags გრიგოლ ვაშაძე რუსეთი უკრაინა ქერჩის სრუტე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს

შემდეგი სტატია

საფრანგეთის სენატში ჩრდილოეთ კორეის ჯაშუში დააკავეს

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ნულოვანი აქტუალობით სარგებლობს

15 დეკ 2017

პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურებში მონაწილეობას

23 ოქტ 2017

პრინცი ჰარი და უილიამი Star Wars: The Last Jedi-ს პრემიერას დაესწრნენ

13 დეკ 2017

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

    პარლამენტმა 14 კანდიდატი, მათ შორის შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე და მამუკა ვასაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

  • პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

    პარლამენტის მუშაობას ვერავინ შეაჩერებს

  • ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

    ხალხს რომ თვალები დათხარეს, მაშინ არ აღშფოთებულან ასე და სუნზე არიან ახლა გაგიჟებული?! ტერაქტიაო ყვირიან

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან 14-ს მხარი დაუჭირა, მათ შორის არიან: შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე, გიორგი მიქაუტაძე

  • ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

    ყველა იმ ადამიანს, ვისაც სააკაშვილი აწამებდა, დღეს იურიდიულმა კომიტეტმა, „ქართულმა ოცნებამ“ სულში ჩააფურთხა

  • მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

    მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ეზრდებათ

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge