NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანად განვითარებისთვის 2019 წლიდან გენერალური გეგმა შემუშავდება

ქალაქ ზუგდიდის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანად განვითარებისთვის 2019 წლიდან გენერალური გეგმა შემუშავდება

26 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1185 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახელმწიფო რწმუნებულის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, დარგის სპეციალისტებისა და საზოგადოების უშუალო ჩართულობის შედეგად, ქალაქ ზუგდიდის მიწათსარგებლობის გეგმა შემუშავდება, რომელიც მოიცავს როგორც ურბანული განვითარების კონცეფციას, ისე აუცილებელი რეგულაციების დაწესებას მიწათსარგებლობის მხრივ.

ინიციატივის მიზანია, სრულად გამოირიცხოს სხვა ქალაქებში არსებული მავნე პრაქტიკა ქაოსური მშენებლობების სახით, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ქალაქის არქიტექტურული იერსახე და ამავე დროს, მისი ურბანული განვითარება გადავიდეს ახალ ეტაპზე, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.

ამასთანავე, გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეებისა და დარგის სპეციალისტების ერთობლივი ხედვისა და კონსენსუსის შედეგად.

ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავებისთვის 2019 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.

აღსანიშნავია, რომ ქ. ზუგდიდში მნიშვნელოვნად იმატა ინვესტიციის მსურველ კომპანიათა რიცხვმა. მათ შორის, მნიშვნელოვანია დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტის კონცეფცია, რომელიც კომპანიამ 25 ნოემბერს საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდის ცენტრში, სკეიტპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პრეზენტაციას დაესწრნენ „m²“-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ზუგდიდის მერიის, საქართველოს მთავრობის, არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია და მედია. სასტუმროს კონცეფციის წარდგენის შემდეგ, 18:00 საათზე ზუგდიდის მაცხოვრებლებისთვის m²“ -ის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა სტეფანეს კონცერტი.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ახალი სასტუმრო პირველი საერთაშორისო ბრენდი იქნება ზუგდიდში. ამასთანავე, სასტუმროს კონცეფცია თავსებადია ზუგდიდის არქიტექტურასთან და გამოირჩევა თავისი მდებარეობით. პროექტი თანამედროვე აღჭურვილობისა და დიზაინის 130 ნომერს აერთიანებს. უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გეგმა, რომლითაც სასტუმროს ოპერირებისთვის 200-ზე მეტი სამუშაო ადგილია განსაზღვრული. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება კი 30 მილიონი ლარია.

„ეს იქნება პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქალაქში. პროექტი უმნიშვნელოვანესია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის და უპირობოდ მნიშვნელოვანი – ტურისტების მოსაზიდად. ზუგდიდი ის ქალაქია, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ცხადია, 30 მილიონი ლარის  ინვესტიცია დასაქმების გაზრდის გარანტია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ინიციატივას  ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს, მაშინ როცა სასტუმროს მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ჩვენი კორპორაციული კულტურიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ, კონცეფცია გაგვეცნო ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რადგან ნებისმიერი პროექტის დაწყებამდე მიღებული უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, – ამბობს ირაკლი ბურდილაძე, „m2“-ის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული სასტუმროს პროექტის დეტალებზე მსჯელობა ქალაქის გენერალური გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. მისი მშენებლობა, ისევე როგორც სხვა ახალი არქიტექტურული პროექტის განხორციელება, შესაძლებელი იქნება ქ. ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ.

[R]

კომენტარები

M² ზუგდიდი მ2 2018-11-26
Tags M² ზუგდიდი მ2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სტამბოლში სამხედრო ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლებს შორის ჩავარდა

შემდეგი სტატია

აჭარის ტელევიზიამ ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა

მსგავსი სტატიები

ლაშა მესხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო დავა მოუგო

ლაშა მესხმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო დავა მოუგო

სოსო ელისაშვილი 29 მარ 2018

„თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება საპატრულო პოლიციას დაეკისრა“

01 მაი 2018
„C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო“

„C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო“

28 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

    მარგარიტა სიმონიანი: ჩვენ ამოვისუნთქეთ და მივდივართ სანაპიროზე

  • ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

    ქადაგიშვილი: არ ვიცი. ამაზე ალბათ, იქნება მსჯელობა

  • სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

    სააკაშვილი: სრული გამარჯვებისთვის უკრაინას ყველაზე პესიმისტური სცენარით 10 თვე დასჭირდება

  • ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

    ყირიმში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც

  • რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

    რუსლან სტეფანჩუკი: რუსები ვერ შეძლებენ მსოფლიოს დედაქალაქებში ჩასვლას – კეთილი იყოს თქვენი ფეხი საბჭოთა კავშირში

  • ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

    ალექსი არესტოვიჩი: … ანბანური თანმიმდევრობით მიდიან: ბელგოროდი, ვორონეჟი, კურსკი, ყირიმი. კრემლი უნდა მოემზადოს ?

  • ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

    ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა (ვიდეო)

  • tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

    tass.ru: ყირიმში აეროდრომზე, რომელიც რუსეთის სამხედრო ავიაციისთვის გამოიყენება, აფეთქება მოხდა

  • მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: პოლონეთში 35 წლის სენაკელი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

  • “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!”  – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

    “ეგრე ელაპარაკე, შალვა რამიშვილს, რა გონორი გაქვს?!” – დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge