პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხალხი ღირებულებებზეა ორიენტირებული. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე არის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური:
„დღევანდელმა დღემ კიდევ ერთი რამ აჩვენა, იქ იყო ადრე საუბრები მილიარდერის ფულზე არიან ორიენტირებულები… დღევანდელმა დღემ დაგვანახა, რომ ეს ხალხი ღირებულებებზეა ორიენტირებული. რომ მაშინაც (2012 წელს) და დღესაც ამ ხალხმა უარი უთხრა ეროვნული და ეთიკური ღირებულებების ხელყოფას. ეს იყო წამყვანი თემები მაშინაც და დღესაც. ასე, რომ იმის დაბრალება, რომ ამ ხალხს ეკონომიკა ამოქმედებს და ეკონომიკის გამო გამოდიან ქუჩაში, ვფიქრობ მკრეხელობაა“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძე ფიქრობს, რომ მეორე ტური სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდება.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები