NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვაშაძე – 52%, ზურაბიშვილი – 48% – Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა

ვაშაძე – 52%, ზურაბიშვილი – 48% – Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა

26 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 744 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა არჩევნებამდე სამი დღით ადრე – „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კომპანიამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხვა და მათ პირისპირი გამოკითხვის გზით დაუსვა შეკითხვები.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ იმართებოდეს? პასუხები ასე გადანაწილდა: 37%-მა გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. 35 %-მა თქვა, რომ ხმას მისცემდა სალომე ზურაბიშვილს.

გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი ან უარს ამბობს პასუხზე, ან ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ან ამბობს, რომ არცერთს არ აძლევს ხმას.

Edison research -ის წარმომადგენლები მოქალაქეებს დამატებით კითხვებსაც უსვამენ – მათი სოციალური, ოჯახური, ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ა.შ.

ამ დამატებითი კითხვების და პასუხების საფუძველზე ანალიტიკოსები ხვდებიან, პოტენციურად, ვისი ამომრჩეველია ესა თუ ის პირი. ანუ, როდესაც რესპოდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას, რასაც ალოკაცია ჰქვია.

ალოკაციის გათვალისწინებით, მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

გრიგოლ ვაშაძე – 45%;

სალომე ზურაბიშვილი – 42%.

დარჩენილი პროცენტები ისეთ რესპოდენტებს მიაქვთ, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე.

მაგრამ თუ შედეგებს ჩამოვაცილებთ ამ გადაუწყვეტელ და უარის მთქმელ პასუხებს, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:

გრიგოლ ვაშაძე – 52%;

სალომე ზურაბიშვილი – 48%.

გარდა ამისა, რესპოდენტების 7%, რომლებიც პირდაპირ არ ასახელებენ ფავორიტ კანდიდატს, ძალიან პოზიტიურად ახასიათებენ გრიგოლ ვაშაძეს. 38% გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ნაწილობრივ დადებითად ახასიათებს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან დადებით შეფასებას აძლევს 4%, ხოლო ნაწილობრივ პოზიტიურ შეფასებას 32%.

რესპოდენტების 31%-ს გრიგოლ ვაშაძეზე ნაწილობრივ უარყოფითი წარმოდგენა აქვს, ხოლო 24%-ს ძალიან უარყოფითი.

გამოკითხულთა 34%-ს აქვს მეტნაკლებად უარყოფითი შეხედულება სალომე ზურაბიშვილზე, ხოლო კიდევ 30%-ს მკაფიოდ ნეგატიური.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

Edison Research გრიგოლ ვაშაძე ედისონ რისერჩი მეორე ტური რუსთავი 2 სალომე ზურაბიშვილი 2018-11-26
Tags Edison Research გრიგოლ ვაშაძე ედისონ რისერჩი მეორე ტური რუსთავი 2 სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საყვარელიძე: ვფიქრობ, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს

შემდეგი სტატია

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

მსგავსი სტატიები

მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების

მე უფრო არჩევნებზე გამარჯვების იმედი მაქვს, ვიდრე ახლა ტექნიკურად ხელისუფლების გადაყენების

ირაკლი შალიკაშვილი 13 ივლ 2021
გიორგი ვაშაძე ყველა არჩევნებში მონაწილეობს, 1%-ზე მეტი არასდროს აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? ან რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, ვერ მივხვდი

გიორგი ვაშაძე ყველა არჩევნებში მონაწილეობს, 1%-ზე მეტი არასდროს აუღია და ისანში რატომ ასახელებენ? ან რატომ თვლიან ოპოზიციონერად ჩხარტიშვილის სიძეს, ვერ მივხვდი

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივნ 2020
„ბეტმენის“ როლზე ბენ აფლეკი შეიძლება ჯეიკ ჯილენჰოლმა შეცვალოს

„ბეტმენის“ როლზე ბენ აფლეკი შეიძლება ჯეიკ ჯილენჰოლმა შეცვალოს

18 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge