NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ 7 ნარკორელიზატორი დააკავა

შსს-მ 7 ნარკორელიზატორი დააკავა

26 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 749 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი.

„სამინისტროს თანამშრომლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი. პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

სამართალდამცველების მიერ გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში დაკავებულია 4 პირი: 1980 წელს დაბადებული ა.ზ. 1966 წელს დაბადებული თ.გ. 1964 წელს დაბადებული ნ.ვ. და 1978 წელს დაბადებული თ.ნ.

პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია, სავარაუდოდ, მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებთან ერთად.

ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, გარდაბნის რაიონში დაკავებულია 2 პირი: 1976 წელს დაბადებული ა.მ. და 1981 წელს დაბადებული ო.ს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ უკანონოდ გასაღებული 380 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.

ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე სამართალდამცველების მიერ, ასევე, დაკავებულია ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული მ.ჰ. პოლიციამ ის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია 250 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

7-ვე დაკავებული ნარკორეალიზატორის მიმართ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

ნარკოდანაშაული ნარკორეალიზატორი შსს 2018-11-26
Tags ნარკოდანაშაული ნარკორეალიზატორი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

აჭარის ტელევიზიამ ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა

შემდეგი სტატია

სააკაშვილი: ადეიშვილი თუ რამეს სთხოვდა, სთხოვდა სიღნაღისა და ბათუმის ასაშენებლად, არ მგონია, ის ბიზნესმენები ახლა უკმაყოფილო იყვნენ

მსგავსი სტატიები

კატალონიის ადგილობრივი მთავრობა მადრიდს არ დაემორჩილება

23 ოქტ 2017
IRI საუბრობდა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვისაუბრეთ

IRI საუბრობდა იმ ხარვეზებზე, რაზეც ჩვენც ვისაუბრეთ

ირაკლი შალიკაშვილი 12 მარ 2021
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვდგავართ რუსეთის მხრიდან საფრთხეების წინაშე

23 იან 2018

უახლესი ამბები

  • მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

    მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

  • ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

    ფი­ლო­ლო­გი, ენათ­მეც­ნი­ე­რი შუ­ქია აფ­რი­დო­ნი­ძე 82 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა

  • დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

    დმიტრო კულება: სასურსათო კრიზისის ერთადერთი მიზეზი რუსი სამხედროების მიერ უკრაინული პორტების ბლოკირებაა

  • ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

    ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

  • კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

    კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

  • კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

    კადიროვი: …ეს, რა თქმა უნდა, პოლონეთს ეხება, ქვეყანას, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს წყალობით და გადარჩა რუსეთის წყალობით, რომელიც ბედავს მუქარას

  • გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

    გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

  • რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

    რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

  • ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

    ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

  • მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

    მელოMoney – ციდან ცვივა ნოტები (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge