NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მაკდონალდსი საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს

მაკდონალდსი საქართველოში ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს

26 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1769 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამომხმარებლო ტრენდებს შორის, საკვების ადგილზე მიტანის სერვისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

საქართველოში, რესტორნების უდიდესი ქსელი – მაკდონალდსი, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, საკვების ადგილზე მიტანის სერვისს იწყებს. პირველ ეტაპზე, მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი, მომდევნო თვეებში კი სერვისი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაინერგება.

ადგილზე მიტანის სერვისის დასანერგად, მაკდონალდსმა პარტნიორობა დაიწყო ესპანურ ტექნოლოგიურ  სტარტაპ Glovo-სთან, რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. მაკდონალდსი მუდმივად ცდილობს ინოვაციების და ტექნოლოგიების საშუალებით მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და ახალი სერვისის დანერგვაც სწორედ მომხმარებლების დიდი მოთხვონიდან გამომდინარეობს.

როგორც საქართველოს მაკდონალდსის გენერალურმა მენეჯერმა თენგიზ კაპანაძემ განაცხადა, ეს სტრატეგიული ნაბიჯი განაპირობა დიდმა მოთხოვნამ და კომპანიის მუდმივმა სწრაფვამ ინოვაციებისკენ : „მოხარულები ვართ, რომ, Glovo-სთან თანამშრომლობით, მიტანის სერვისი რეალობად ვაქციეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ჯერ თბილისს, შემდეგ კი სხვა ქალაქებსაც შევთავაზოთ ახალი ტიპის გამოცდილება.“

შეკვეთის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის. მომხმარებლებს საყვარელი საჭმლის შეძენა კვირის ნებისმიერ დღეს დილის 11:00 საათიდან შუაღამემდე შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში იგეგმება სამუშაო საათების გახანგრძლივებაც 03:00-მდე. ამ ეტაპზე სერვისი უკვე მოქმედებს სპორტის სასახლის, რუსთაველის, მარჯანიშვილის, წერეთლის, დიღმის, გლდანის და ისთ-ფოინთ/ვარკეთილის მაკდონალდსებში. Glovo-ს გადახდის სისტემა მოქნილია, მომხმარებლებს შეუძლიათ თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით ან საკრედიტო ბარათით გადაიხადონ.

„Glovo-ს გუნდი მოხარულია, რომ მაკდონალდსის მომხმარებლებისათვის ადგილზე მიტანის სერვისს უზრუნველყოფს. კომპანია უკვე 20 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ამ მომსახურებაში ყველაზე სწრაფი, სანდო და ხარისხიანია. ოპერაციების მიმართულებით მაკდონალდსის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით, ძალიან ვამაყობთ რომ საქართველოს ბაზარზე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად მათ არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერეს“, – აცხადებს გიგა ქერქაძე, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში.

Glovo-ს უფასო აპლიკაცია Google Play-სა და App Store-ზეა ხელმისაწვდომი.

ინფორმაცია მაკდონალდს საქართველოს შესახებ:

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 14 ობიექტს მოიცავს.

ინფორმაცია Glovo-ს შესახებ:

Glovo ბარსელონაში წამოწყებული სტარტაპია, რომელმაც ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო და მას შემდეგ საზღვრები 67 ქალაქითა (მათ შორის, მადრიდი, კაირო, სტამბოლი, საუ-პაულუ) და 20 ქვეყნით გააფართოვა და 3 კონტინენტი(ევროპა, აფრიკა და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა) მოიცვა. მისი გამოყენებით მსოფლიოში 70 მილიონზე მეტი შეკვეთაა შესრულებული, მომსახურების საშუალო დრო კი 35 წუთზე ნაკლებია.

ეს აპლიკაცია ერთგვარი ტექნოლოგიური მარკეტია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქალაქის მასშტაბით შეუკვეთონ, მიიღონ და გაგზავნონ ნებისმიერი პროდუქტი.

პროდუქციის სხვადასხვა კატეგორიიდან, აპლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი საკვები, საყოფაცხოვრებო და ფარმაცევტული პროდუქტები.

Glovo-ს ქსელში 12000-ზე მეტი პარტნიორი კურიერია გაწევრიანებული, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისში კი კომპანიას 800-ზემეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

Glovo ქართულ ბაზარზე 2018 წლის 9 ოქტომბრიდან ოპერირებს.

[R]

კომენტარები

Glovo გლოვო მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსი 2018-11-26
Tags Glovo გლოვო მაკდონალდს საქართველო მაკდონალდსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უსადენო დამტენი საჩუქრად Samsung-ის ყველა ოფიციალურ ფლაგმანზე

შემდეგი სტატია

„ენმ-ს გამარჯვების შიშით სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მახეა“

მსგავსი სტატიები

კონგრესის იურიდიული კომიტეტს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან კითხვები აქვს

22 სექ 2017

საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცა

22 მაი 2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საკითხებზე გამომძიებელთა სპეციალიზაციის პროცესი დაიწყო

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge