NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება,” – მიხეილ სააკაშვილი

„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება,” – მიხეილ სააკაშვილი

26 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 796 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე საუბრობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ოცნების“ რჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გამარჯვების შანსი, თუ უპრეცედენტო გაყალბებას ექნება ადგილი.

„ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა და ეს არის არნახული, ისეთ გაყალბება, რომელიც არ დასიზმრებია საქართველოს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს სჭირდება გაყალბების მასშტაბები, რომელიც  ასლან აბაშიძის და ედუარდ შევარდნაძეს გადააჭარბებს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ის მძიმე სოციალური ვითარება აძლევს, რომელიც საქართველოშია. მისივე თქმით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ორ წელიწადში ქვეყანას მილიონზე მეტი ადამიანი დატოვებს და მსოფლიო ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უამრავჯერ მოატყუა ამომრჩეველი. მათ შორის მაშინაც, როდესაც თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. მისივე თქმით, თუნდაც ის აქცია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ეგიდით ჩატარდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული.

მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმ ადამიანებზეც, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მობრუნდეს. მისი თქმით, მას ესმის ამ ხალხის განცხადებები, რადგან მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში, მას მოუწია ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება კრიმინალთან, რასაც გარკვეულ პირობებში მოჰყვა ძალის გადამეტება. ის წუხილს გამოთქვამს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას. მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები არ არის ვინმეს უკან მობრუნება.

„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა იყოს თანამდებობაზე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარია კოალიციურ მთავრობაზე.

რაც შეეხება მის გეგმებს, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს რომ ის არ იქნება მთავრობაში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საქართველოს მესამე პრეზიდენტო ამბობს, რომ ის არ დაჯდება სახლში ბიძინა ივანიშვილივით და არ დაიწყებს არაფორმალურ მართვას.

„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის  თავისუფალი  ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, სადაც იქნება დღგ ნოლი. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაზიკის პორტი თავის დროზე მისი იდეა იყო.

კითხვაზე, მაშინ როდესაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, როგორ შეძლებს ის საქართველოში დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მაშინ როდესაც მოხდება სასამართლოს გათავისუფლება ივანიშვილისგან ის წარდგება სამართლის წინაშე და მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

მიხეილ სააკაშვილმა კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები რომლებიც იქნებიან წარმატებული ლიდერები. მისივე თქმით მთავარი პროკურორი უნდა დაასახელონ პროკურორი.

„ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს ესეთი პროკურორი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და სამნიძე  იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები. ევროპულ საქართველოში არიან წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანები. თვითონ დავით ბაქრაძე არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ლიდერი დამოუკიდებლობის შემდეგ. ძალიან მაგარი ლიდერია. დათო ბაქრაძის არგამოყენება ქვეყნისთვის იქნება დანაშაული,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

არჩევნები მეორე ტური მიხეილ სააკაშვილი 2018-11-26
Tags არჩევნები მეორე ტური მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრინც ჰარის სიდედრი ახალგაზრდებთან ერთად იცხოვრებს

შემდეგი სტატია

„გადავწყვიტე, დავეთანხმო სამხედრო კაბინეტის შეთავაზებას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ – პოროშენკო

მსგავსი სტატიები

გუმათჰესში ხანძარია

06 დეკ 2017
გახარია: მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ – პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია!

გახარია: მტერსაც, ოკუპანტსაც უნდა ველაპარაკოთ – პრაგმატულად, ცივი გონებით, ეს ჩვენი გასაკეთებელია!

ნინო ჩხეიძე 10 ივლ 2021
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

29 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

  • როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

    როგორ მივიზიდოთ სახლში წარმატება ფენ შუის წესებით – ფულის ხე კაქტუსს მოარიდეთ

  • The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

    The Wall Street Journal: FBI-ს აგენტებმა დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს

  • კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

    კრიშიანის კარინიში: რუსებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის დონეზე უნდა იქნას მიღებული

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge