„პატრიოტთა ალიანსმა“ თავისუფლების მოედანზე დღეს აქცია გამართა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციაში მონაწილე ადამიანებს არ უნდათ, ქვეყანა დაბრუნდეს ძალადობის, ქონების წართმევისა და ადამიანების წამების ეპოქაში.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა აღარ უნდა დაბრუნდეს. ამასთან, მოქალაქეებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები