NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე – „არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი“

ბახტაძე – „არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი“

24 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 960 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვიცი რა ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავსი ფაქტი 2012 წელს დაფიქსირდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი მაღალჩინოსანი პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავარია, ნებისმიერ მსგავს საკითხზე იყოს მკვეთრი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება.

„საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, არჩევნების სტანდარტები ყოველთვის იქნება ყველაზე მაღალი. ამის დემონსტრირება მოვახდინეთ ყველა გასულ არჩევნებზე. რაც შეეხება ე.წ. პირადობის მოწმობების საკითხს, მე ბრიუსელიდან გავაკეთე კონკრეტული გზავნილი, მათ შორის იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებმაც ამ თემაზე ისაუბრეს. ყველას გვსურს, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, ეს გულისხმობს იმას, რომ თითოეული მოქალაქე თუ მით უმეტეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც ექნება ასეთ შესაძლო სიმახინჯეზე ინფორმაცია, ჩვენი საზოგადოების წინაშე მორალური ვალდებულებაა, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიეწოდოთ და მათ უნდა მოახდინონ მასზე მკვეთრი რეაგირება, ეს არის მოცემულობა და ვალდებულება გაქვთ თქვენც, მეც და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ვიცი რა ჩვენი ოპონენტების განვლილი ისტორია, არ გამოვრიცხავ, რომ მათი მხრიდან ჰქონდეს რაღაც გარკვეული სცენის დადგმას ადგილი. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მოხდა მსგავსი ფაქტი და „ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი მაღალჩინოსანი სწორედ პირადობის მოწმობების გაყალბებაზე გასამართლდა, კონკრეტულად აჭარის რეგიონში. როცა ასეთ ოპონენტებზე ვსაუბრობთ, შეიძლება, კითხვის ნიშნები გაჩნდეს, მაგრამ მთავარია, ნებისმიერ ასეთ საკითხზე იყოს მკვეთრი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება. ყველას, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე, უპირველეს ყოვლისა, ქართულ საზოგადოებას, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ასეთი სიმახინჯეები არ ხდება და თუ ვინმე თავის თავს ამის უფლებას მისცემს, მასზე იქნება ძალიან მკვეთრი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

არჩევნები მამუკა ბახტაძე ნაციონალური მოძრაობა 2018-11-24
Tags არჩევნები მამუკა ბახტაძე ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მეზვრიშვილი – ბოლო 48 საათის განმავლობაში 231 მოწმე გამოიკითხა

შემდეგი სტატია

„შეასრულონ დანაპირები! გაიაფდეს საწვავი!“

მსგავსი სტატიები

“ძალადობა – დანაშაულია, მაგრამ ცდუნების მცდელობა – დანაშაული არ არის”

“ძალადობა – დანაშაულია, მაგრამ ცდუნების მცდელობა – დანაშაული არ არის”

10 იან 2018
რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა არ არის ღირსეული საქციელი

რიგით პოლიციელებზე ჯოხის გადატეხვა და ამით სიტუაციიდან გამოძრომა არ არის ღირსეული საქციელი

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივნ 2019

შსს თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლას აპირებს

26 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge