NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»Washington Post: კრემლი ცხინვალს სანქციების თავის არიდებისათვის იყენებს

Washington Post: კრემლი ცხინვალს სანქციების თავის არიდებისათვის იყენებს

23 ნოე 2018 პოლიტიკა 354 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“კრემ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფი­ნან­სებს ე.წ. პრო­რუ­სულ “რეს­პუბ­ლი­კებს” უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვა­ში… მისი მი­ზა­ნია გა­აძ­ლი­ე­როს რუ­სე­თის გავ­ლე­ნე­ბი და შე­ა­ჩე­როს და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბის პრო­ცე­სე­ბი, თუმ­ცა, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის…” – წერს გა­მო­ცე­მა The Washington Post რუ­სე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლე­თის მკაცრ სან­ქცი­ებს არი­დებს თავს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლია იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა ცხინ­ვალ­ში დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სე­პა­რა­ტის­ტე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად შექ­მნა, ეს კი რუ­სეთს და­წე­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის არი­დე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

The Washington Post-ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ესა­უბრნენ სე­პარ­ტის­ტუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის წამ­ყვან ბიზ­ნეს­მე­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის მიერ იმარ­თე­ბი­ან და გა­ირ­კვა, რომ 2018 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში 150 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­რი­ცხა. ამ ფი­ნან­სურ ტრან­ზაქ­ცი­ებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რებს.

“სა­ი­დუმ­ლო სქე­მის თა­ნახ­მად, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის სე­პა­რა­ტის­ტე­ბი თან­ხას რი­ცხა­ვენ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, სა­ი­და­ნაც ის რუ­სეთ­ში მი­ე­დი­ნე­ბა, იქი­დან კი სა­შე­ნი მა­სა­ლე­ბი, პრო­დუქ­ტე­ბი, საწ­ვა­ვი და სხვა სა­ხის სა­ქო­ნე­ლი ლუ­განსკი­სა და დო­ნეც­კის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხვდე­ბა. ანუ თან­ხა მოძ­რა­ობს მოს­კო­ვი­დან ცხინ­ვა­ლის გავ­ლით აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის­კე­ნაც,” – წერს The Washington Post.

ჟურნალისტის ცნო­ბით, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ცე­მას აც­ნო­ბა, რომ ბოლო ხა­ნებ­ში ცხინ­ვალ­ში 146 კომ­პა­ნია და­რე­გის­ტრირ­და, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლად აწარ­მო­ე­ბენ ბინ­ზესს უკ­რა­ი­ნა­ში, მათ შო­რის არის, ერთ-ერთი მსხვი­ლი გა­დამ­ხდე­ლი კომ­პა­ნია Republican Fuel Co. ასე­ვე, 52 ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, რო­მე­ლიც დო­ნეც­კის თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან იმარ­თე­ბა და მისი სა­გა­და­სა­ხა­დო გა­მოქ­ვით­ვა, 2018 წლის პირ­ვე­ლი 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 89 ათას დო­ლარს აჭარ­ბებ­და.

აღსანიშნავია, რომ კომ­პა­ნია Republican Fuel Co-მ ამ სა­კი­თხზე გა­მო­ცე­მის­თვის კო­მენ­ტა­რის მი­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

The Washington Post-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ცხინ­ვალ­ში ყოფ­ნი­სას გა­არ­კვია იმ ანკლა­ვის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის­თვის ერთ-ერთ სა­ი­დუმ­ლო ფი­ნან­სურ ცენ­ტრად იქცა. ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვახ­ტანგ ჯიგ­კა­ე­ვი გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ “შე­საძ­ლოა, ეს ვინ­მეს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყოს, თუმ­ცა ცხინ­ვალ­ში ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ხდე­ბა…” გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აშ­კა­რაა, რომ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბი, ცხინ­ვალ­ში, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე 3 წლის წინ და­არ­სე­ბუ­ლი “სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რი­ცხვე­ბის ბან­კის” ოფი­სი­დან იმარ­თე­ბა და სა­ფი­ნან­სო გა­და­რი­ცხვე­ბის სქე­მას, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის უმაღ­ლე­სი სკო­ლის 1981 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი – ვი­ა­ჩეს­ლავ მა­ზუ­რი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. Post-ის ჟურ­ნა­ლისტს ინ­ტერ­ვი­უ­ზე უარი უთხრა.

გა­მო­ცე­მას­თან ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვეს დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა. ისე­ვე, რო­გორც უარი გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წემ და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კუ­რა­ტორ­მა ვლა­დის­ლავ სურ­კოვ­მა.

ე.წ პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა კი The Washington Post-თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ “აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ა­ნა ახლა იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რო­გორ­შიც სამ­ხრეთ ოსე­თი 20 წლის წინ იმ­ყო­ფე­ბო­და… ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს, თუ რო­გორ ძა­ლი­ან გვინ­დო­და, ჩვენ­თვის ვინ­მეს მხა­რი და­ე­ჭი­რა…”

ცნო­ბის­თვის, ივ­ლის­ში ბი­ბი­ლო­ვი სი­რი­ის პრე­ზი­დენტ ასადს შეხ­ვდა, უფრო ადრე კი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­მა ყი­რიმ­თან “საქ­მი­ან ეკო­ნო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას” მო­ა­წე­რა ხელი. ასევე, აღ­მო­სავ­ლეთ ქვეყ­ნე­ბი­დან, ისე­ვე, რო­გორც სი­რი­ი­დან, რე­გუ­ლა­რუ­ლად და­დი­ან აფხა­ზეთ­ში ე.წ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბით სხვა­დას­ხვა რან­გის პი­რე­ბი.

დიდი ალ­ბა­თო­ბით, ცხინ­ვა­ლის მსგავ­სი “კა­ნო­ნი­ე­რი კომ­პა­ნი­ე­ბი” რუ­სეთს აფხა­ზეთ­შიც ექ­ნე­ბა რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნას, ად­გი­ლობ­რივ­მა “ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ” The Washington Post-ის ჟურ­ნა­ლის­ტებს იქ ჩას­ვლის უფე­ბა არ მის­ცა.

 

კომენტარები

TOP კრემლი ლუგანსკი სანქციები ცხინვალი 2018-11-23
Tags TOP კრემლი ლუგანსკი სანქციები ცხინვალი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენ ამოვარჩიეთ ნაზავი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ“

შემდეგი სტატია

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით, გამარჯვებასაც და დამარცხებასაც – ილია მეორემ პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა

მსგავსი სტატიები

„ჩვენ გვაინტერესებს, რა მიზნები ჰქონდა ამ დაჯგუფებას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია“

„ჩვენ გვაინტერესებს, რა მიზნები ჰქონდა ამ დაჯგუფებას, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია“

27 ნოე 2017
ვფიქრობ, ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ

ვფიქრობ, ადგილი აქვს სრულიად გამიზნულ საბოტაჟის მცდელობას ანაკლიის პორტის წინააღმდეგ

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2019
ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის

ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის

ირაკლი შალიკაშვილი 08 ნოე 2019

უახლესი ამბები

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

    “ხოდა დარჩით სახლში, მონებო და მშვიდად უყურეთ, თქვენი უბედურების ხარჯზე როგორ დადიან მთავრობის წევრები რესტორნებში, კურორტებზე …”

  • პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

    “”შუა ბულვარში 16 – სართულიანი “ამბასადორი” – ეს კატასტროფაა, დანაშაულია!”

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge