NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»m²-მა ახალი სასტუმროს – „რამადა ქუთაისის“ პროექტი წარადგინა

m²-მა ახალი სასტუმროს – „რამადა ქუთაისის“ პროექტი წარადგინა

22 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 2200 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

22 ნოემბერს, 13:00-ზე, ქ. ქუთაისში კომპანიამ „m² უძრავი ქონება“ ახალი სასტუმროს პროექტი წარადგინა. m² აპირებს, სასტუმროების უმსხვილეს კომპანია „Wyndham Hotel Group“-თან გააფორმოს ფრანშიზული ხელშეკრულება აღნიშნული სასტუმროს „რამადა ქუთაისის“ ბრენდით ოპერირებაზე.

„რამადა“ უმსხვილესი საერთაშორისო ოპერატორის „Wyndham Hotel Group“-ის ბრენდია, რომელიც, სასტუმროთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი ქსელია მსოფლიოში. მასში 21 ბრენდია გაერთიანებული და 80 ქვეყანაში 9100 სასტუმროს მოიცავს.

ღონისძიებას დაესწრნენ m²-ის პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

ქუთაისის ახალი სასტუმრო, რომელიც ქალაქის ცენტრში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, მოიცავს 125 ნომერს განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია. სასტუმროს მშენებლობისა და შემდგომ  მისი ოპერირებისთვის 250-მდე ადგილობრივი დასაქმდება. პროექტი 2020 წლის მე-4 კვარტალში უნდა დასრულდეს.

ქუთაისის ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ისტორიული დატვირთვა, ფუნქციონალური ნაწილი და არქიტექტურული თავსებადობა ქალაქთან.

„ქუთაისი, თავისი უნიკალური ღირსშესანიშნაობებით, მიმზიდველია უცხოელი, თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის. ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, კიდევ უფრო განვითარდეს ამ მიმართულებით. ქუთაისის ცენტრში ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხითაც.  მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია, ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. პროექტის კონცეფციის გაცნობა m²-ის  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია“, – ამბობს ირაკლი ბურდილაძე, m²-ის  გენერალური დირექტორი.

[R]

კომენტარები

ქუთაისი 2018-11-22
Tags ქუთაისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ბიძინა ივანიშვილი კვლავ წავიდა წინასაარჩევნო აფიორა-თაღლითობაზე“

შემდეგი სტატია

გოგონამ, რომელმაც ვლადიმერ პუტინს წერილი მისწერა, თავი მოიკლა

მსგავსი სტატიები

„ომეგა ჯგუფიის“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

სოსო ელისაშვილი 02 ოქტ 2018

კობახიძე: დემოკრატიის გადმოსახედიდან ეს იყო საკმაოდ წარმატებული ორი დღე

22 დეკ 2017
შავი ზღვის უსაფრთხოების მასშტაბური კონფერენცია თბილისში – თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანელს არ ესწრებიან

შავი ზღვის უსაფრთხოების მასშტაბური კონფერენცია თბილისში – თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები პანელს არ ესწრებიან

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge