NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბანკი „ქართუ“ ზაზა ოქუაშვილს პასუხობს

ბანკი „ქართუ“ ზაზა ოქუაშვილს პასუხობს

22 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1037 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბანკი „ქართუ“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს განცხადებით პასუხობს. „ქართუ“ „რუსთავი 2“-ს და ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მზადაა, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოაქვეყნოს ზუსტი ინფორმაცია.

„გვსურს გამოვეხმაუროთ „რუსთავი 2“-ის და ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებით.

„ომეგა ჯგუფი“ „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია „ომეგა ჯგუფი“ და დახურა ტელეკომპანია „იბერია“. ბანკი „ქართუ“ აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა „ომეგა ჯგუფს“ და მისცა სოლიდური კრედიტი.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:

საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ“ ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით „ქართუს“ რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან მიიღეს გარანტია, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში, თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და არ მოუწიოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია.

ასევე, გვსურს საჯაროდ მივმართოთ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა ჯგუფის“ კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ“, – ნათქვამია „ქართუს“ განცხადებაში.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

ზაზა ოქუაშვილი ომეგა ჯგუფი რუსთავი 2 ქართუ ბანკი 2018-11-22
Tags ზაზა ოქუაშვილი ომეგა ჯგუფი რუსთავი 2 ქართუ ბანკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მელანია ტრამპი “დიორის” პალტოთი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა

შემდეგი სტატია

“ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს იყო საუდის არაბეთის ძუკნა”

მსგავსი სტატიები

მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება

მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7%-იანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება

ირაკლი შალიკაშვილი 30 ივლ 2021
ელექტრომომარაგება 23 მარტს დროებით შეიზღუდება

ელექტრომომარაგება 23 მარტს დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018
რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

ირაკლი შალიკაშვილი 21 იან 2021

უახლესი ამბები

  • რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

    რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში “აზოვსტალის” ფოლადის ქარხანა “სრულიად გათავისუფლდა”

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

    ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ბომბის, ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც ჩვენკენ გაისროლა

  • უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

    უკრაინის საელჩო – შთაბეჭდილება რჩება, რომ გერმანიის კანცლერს ბუნდესტაგის გადაწყვეტილების მიუხედავად, მძიმე შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება არ სურს

  • პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

    პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან  საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

  • დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

    დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

  • ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

    ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი  ცხოვრების ისტორია

    დიდება, სკანდალები და ფსიქიკური პრობლემები – ვივიენ ლის გასაოცარი ცხოვრების ისტორია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge