ჩინეთში, ხებეის პროვინციაში ქალაქ შიცეჩშუაში კომერციული ბანკების თანამშრომლებს უფროსის ნებართვის გარეშე დაფეხმძიმება აუკრძალეს. ამ უცნაური გადაწყვეტილების შესახებ Daily Mail-მა დაწერა.
კომპანიის წესის მიხედვით, თუკი დაორსულების შემთხვევაში ქალს მუშაობის გაგრძელება სურს, მან ორსულობა უნდა შეწყვიტოს.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთმა ქალმა ადგილობრივ პროფკავშირს მიმართა და თქვა, რომ მან ორსულობა არ შეწყვიტა, ამისთვის კი ხელმძღვანელობამ ფინანსურად დასაჯა. ქალმა პროფკავშირებს სხვა მსგავსი შემთხვევების შესახებაც მოუყვა.
საბოლოოდ, პროფკავშირების ჩარევის შემდეგ ბანკმა განკარგულება გააუქმა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები