NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ანაკლიის პორტში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“-ზე 37-ჯერ მძიმე იქნება

ანაკლიის პორტში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“-ზე 37-ჯერ მძიმე იქნება

21 ნოე 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 531 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ანაკლიის პორტში უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეები უნდა დამონტაჟდეს და მასშტაბურ სამუშაოებზე 2000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ამ სამუშაოების განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ახალი სამშენებლო კომპანიების შესარჩევი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა და ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine“-სა და „Berger Abam“-სთან ერთად ტენდერის პირველ ეტაპზე გასული კომპანიების შერჩევა და მათთან გასაუბრებები დაიწყო.

ამ ეტაპზე ტენდერში მოწვეულია საპორტო ამწე დანადგარების წარმოების ლიდერი 6 საერთაშორისო კომპანია, რომელთა შორის გამარჯვებულმაც პორტის ტერიტორიაზე 16 ერთეული საპორტო ამწე უნდა დააკომპლექტოს და დაამონტაჟოს. ამწეების დამონტაჟება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება. ეს არის ეგრეთ წოდებული STS და eRTG ტიპის ამწეები. STS (ერთეული) ამწეს წონა 1500 ტონას, eRTG -ის კი 200 ტონას აღწევს.

მაგალითისთვის, ბოინგ 737 იწონის 41 ტონას. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტში დასამონტაჟებელი STS ამწე ბოინგზე 37 ჯერ მძიმეა. ამწეს სიმაღლე 125 მეტრს შეადგენს, ტვირთამწეობა კი 65 ტონას აღწევს.

„ამჟამად ახალი კონტრაქტორების მოძიებას ვაგრძელებთ. პოტენციური კონტრაქტორების ჩამონათვალი უკვე გვაქვს და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა „Berger Abam“-ის ვიცე პრეზიდენტმა კრის კორნელმა.

„თუ ანაკლიის პორტს რეგიონალურ ჭრილში შევხედავთ, მივხვდებით თუ რა მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი. ჩვენი კომპანია ფართოდაა წარმოდგენილი ამერიკაში, მათ შორის კოლუმბიაში, მექსიკაში, ჩილესა თუ პანამაში. მაგრამ ამ რეგიონში ჩვენ არ გვაქვს მუშაობის გამოცდილება და ანაკლიის პორტი ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული და საინტერესო პროექტია“, – მიიჩნევს „SSA Marine“-ს საინჟინრო მიმართულების ხელმძღვანელი რიკარდო ჩენგი.

მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. “საერთაშორისო კომპანიებთან კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც მათ ავალდებულებთ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ. ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს როგორც ადგილობრივი სუბკონტრაქტორების, ასევე მუშახელის აყვანას. ჯამურად რომ დავთვალოთ, მშენებლობის პროცესში 2000 ადამიანზე მეტ ადამიანს დავასაქმებთ, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ” ზღვის ფსკერიდან ნაპირზე 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიტანა. მთლიანობაში, პირველი ფაზის მშენებლობის პროცესში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა, თუ სამშენებლო და საინჟინრო კომპანიაბია ჩართული.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

კომენტარები

ანაკლია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტი ლევან ახვლედიანი 2018-11-21
Tags ანაკლია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პორტი ლევან ახვლედიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მერაბიშვილის ადვოკატი ითხოვს, რომ ექსპრემიერს ლუგარის ლაბორატორიაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდეს

შემდეგი სტატია

კახა საბანაძე: „იაგო ნებიერიძემ მოგვცა დამატებითი ჩვენება“

მსგავსი სტატიები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 97-ე როუზ-როსის სემინარზე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელეს

24 აპრ 2018
როგორ ავიცილოთ თავიდან COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების საფრთხე – რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან COVID-19-ის ვირუსით ინფიცირების საფრთხე – რჩევები

ნინო ჩხეიძე 29 მარ 2020
ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება

ბუენოს-აირესში თბილისის სკვერი გაიხსნება

29 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge