NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

20 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 942 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში მრავალპროფილური კლინიკა „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ გაიხსნა. 7 სართულიანი კლინიკის მშენებლობისთვის, რომელიც უმაღლესი ხარისხის უახლესი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი, 12 მილიონი ლარის სესხი თიბისი ბანკმა გამოყო.

ახალი კლინიკა დაფუძნდა „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის“ „მედიქალსითის“ მიერ, რომელიც საქართველოში  2012 წლიდან ოპერირებს.

ახლადგახსნილი სამედიცინო ცენტრის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში უპრეცედენტო სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ქართველ ექიმებთან ერთად, პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები გაუწევენ. კლინიკას ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი თურქეთისა და ბელორუსიის წამყვან კლინიკებთან უკვე გაფორმებული აქვს. უახლოეს მომავალში თანამშრომლობა ავსტრიის სამედიცინო დაწესებულებებთანაც იგეგმება.

„თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში“ ხელმისაწვდომია შემდეგი სამედიცინო სერვისები:

  • დიაგნოსტიკა;
  • ზოგადი ქირურგია;
  • რეანიმაცია;
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
  • ნეიროქირურგია;
  • პოლიკლინიკა;

უახლოეს მომავალში ანგიოქირურგიის, ტრავმატოლოგიის, კარდიოქირურგიისა და ენდოვასკულარული ნეოროქირურგიის განყოფილებების, ასევე ღვიძლის სიმსივნის, ინსულტისა და ტრანსპლანტაციის ცენტრების გახსნა იგეგმება. 

„პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი იზიარებს კომპანიის განვითარების ერთიან ხედვას. ჩვენი მიზანია, სამედიცინო მომსახურების უმაღლესი ხარისხის შეთავაზება არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს რეგიონის მოსახლეობისთვის“, – აცხადებს კლინიკის დამფუძნებელი, გია გრძელიძე.

„დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში უკვე ხელმისაწვდომია უახლესი აპარატურით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრი, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის სამედიცინომომსახურებას სთავაზობს ქვეყნიდან გაუსვლელად. ეს პროექტი თიბისი ბანკისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან კლინიკა შესაძლებლობას მისცემს მთელს რეგიონს მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ ასეთი მაღალი დონის კლინიკის დაარსებაში“, – აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, გიორგი თხელიძე.

ახლადგახსნილ „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში“ 350-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა სამედიცინო სერვისების მრავალფეროვნებასთან ერთად გაიზრდება.

კლინიკის გახსნის საზეიმო ცერემონია ქუთაისში გაიმართა და მას კლინიკის, მთავრობის, ასევე თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.

[R]

კომენტარები

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი თიბისი ბანკი კლინიკა ქუთაისი 2018-11-20
Tags თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი თიბისი ბანკი კლინიკა ქუთაისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

adjarabet.com-ზე EGT სლოტების გათამაშება დაიწყო!

შემდეგი სტატია

საქართველოს ელჩმა რომის პაპთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მსგავსი სტატიები

Apple-ი მომავალ წელს სავარაუდოდ 3 სმარტფონსს გამოუშვებს

Apple-ი მომავალ წელს სავარაუდოდ 3 სმარტფონსს გამოუშვებს

14 ნოე 2017
GOT-ის ფინალურ სეზონში, ტელევიზიის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება

GOT-ის ფინალურ სეზონში, ტელევიზიის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური ბრძოლის სცენა იქნება

10 აპრ 2018
ხელისუფლება გარკვეული რეგულაციებს შეიმუშავებს იმისთვის, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს

ხელისუფლება გარკვეული რეგულაციებს შეიმუშავებს იმისთვის, რომ შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდეს

20 თებ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

    სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დმანისის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს

  • გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

    გიგა ბოკერია: დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge