NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა“

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა“

20 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 762 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება“ არის ჩვეულებრივი მატყუარა ადამიანების ერთობლიობა, რომელმაც არაერთხელ მოატყუა საზოგადოება თავისი დაპირებებით,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე მთავრობის იმ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 600 ათასი მოქალაქის ვალს, ჯამში მილიარდ ნახევარ ლარს, ფონდი „ქართუ“ გადაიხდის. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაპირებები არ შეუსრულებია და არც ამ დაპირებას შეასრულებს.

ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლების ეს დაპირება ტყუილის გარდა, აბსურდული, შინაარსსმოკლებული და ბუნდოვანია.

გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს შეახსენა, რომ არსებობს ვებგვერდი dreammeter.ge, რომელზეც მოცემულია „ქართული ოცნების“ მიერ შეუსრულებელი დაპირებები.

„გუშინ ისინი გამოვიდნენ კიდევ ერთი ცრუ დაპირებით, რომლითაც უნდათ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და ფიქრობენ, რომ სიცრუით შეეცდებიან არჩევნების ბედი შეცვლას. მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვმართო და ვთქვა, ხალხო, ამ მატყუარებს ერთადერთი რამ უშველის, თქვენი ხმა და თქვენი ხმა არის ამომრჩევლის ბიულეტენი, რომლითაც არჩევნებზე მიდიხართ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ სიცრუეზე, რომელიც მათ გუშინ განაცხადეს, არ წამოეგებით, რადგან მათ არაერთგზის მათ უკვე თქვენი მოტყუება სცადეს,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი “ქართუ” გამოსყიდვის.

სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გიორგი ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა ქართლი ოცნება 2018-11-20
Tags გიორგი ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა ქართლი ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზოდელავა: ბანდიტების, ქურდების, მომპარავების და მაყურებლების მობილიზიბა მოახდინეს

შემდეგი სტატია

„უი, გაცოცხლდნენ? ამოვიდნენ სარდაფებიდან?“

მსგავსი სტატიები

დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი ადვოკატებს ოფიციალურად გადაეცათ

დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენი ადვოკატებს ოფიციალურად გადაეცათ

20 სექ 2017

სტუმრად სახლში ქენდის ბუშნელთან და რჩევები ინტერიერისთვის

10 სექ 2017
საქართველოს პარალამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარალამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტში ორმხრივი შეხვედრები გამართეს

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge