NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მტკიცებულებების გაყალბება ხდებოდა და ამის გამო არ აღსრულდა მართლმსაჯულება“

„მტკიცებულებების გაყალბება ხდებოდა და ამის გამო არ აღსრულდა მართლმსაჯულება“

20 ნოე 2018 ახალი ამბები, სამართალი 307 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაიკითხა.

სხდომაზე დაცვის მხარემ საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის საუბრის ფარული ჩანაწერების დართვა მოითხოვა. მისი განცხადებით, უნდა დაიკითხონ ჩანაწერის ფიგურანტები ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. სასამართლომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე ბრალდების მხარეს გარკვეული დრო მისცა.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, მოწმეები გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდნენ.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების 6 მოწმე, მათ შორის ორი არასრულწლოვანი მოწმე. სრულწლოვანი მოწმეები იყვნენ კონფლიქტის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი პირები, ხოლო არასრულწლოვანი პირებიც იყვნენ, რომლებიც ფლობდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს. ყველა მოწმის მოწოდებული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით,“- განაცხადა პროკურორმა, მირიან მეგრელიშვილმა.

ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებაზე საუბრობს.

„გამომძიებლებს და პროკურორებს და მთავარი პროკურატურიდან დაწყებული, ყველა პროკურორი  მტკიცებულებებს ანადგურებდა, ფალსიფიცირება, გაყალბება ხდებოდა მტკიცებულებების და ამის გამო არ აღსრულდა მართლმსაჯულება,“- აცხადებს ფრიდონ სიხუაშვილი.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

სასამართლო ხორავას ქუჩა 2018-11-20
Tags სასამართლო ხორავას ქუჩა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ადგილი მომავლის გარეშე“ – პროექტის ანგარიში

შემდეგი სტატია

პროკურატურამ ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მსგავსი სტატიები

ეკატერინე მიქაბაძე: „სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს”

ეკატერინე მიქაბაძე: „სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას პოზიტიურად აფასებს”

28 ივნ 2018
გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიაში სავარაუდოდ ერთთვიან ვადას წარადგენს

გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიაში სავარაუდოდ ერთთვიან ვადას წარადგენს

12 იან 2018
„ხელისუფლებას კრიტიკულ აზრთან შეგუება უჭირს“

„ხელისუფლებას კრიტიკულ აზრთან შეგუება უჭირს“

26 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

    “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

  • “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

    “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

  • რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

    რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

    საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

  • სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

    სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

  • დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

    დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

  • ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

    ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

  • წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

    წერონ და იკითხონ თავიანთი რეგლამენტი – საერთაშორისო ასპარეზზე არავის ექნება ილუზია, რომ ბატონი ინჯია ან ელისაშვილი ოპოზიციას წარმოადგენენ

  • იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

    იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ვერ შეძლებს ოპოზიციის დარწმუნებას პარლამენტში შესვლაზე, “მათთან ერთად ქუჩაში დარჩება”

  • ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი  საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

    ვიყავით შეკრებილი ისინი, ვინც მანდატების გაუქმებაზე განცხადება დაწერა, ერთ-ერთი საკითხი განვიხილეთ, რომ გავაგრძელოთ „გირჩთან“ მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge