NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

BOG Fintech-ის მხარდაჭერით DevFest თბილისი გაიმართა

20 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 1084 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ბანკის „ღია ბანკინგის“ განვითარების პროგრამა BOG Fintech-ის მხარდაჭერით, ტექნოპარკში DevFest თბილისი გაიმართა. DevFest (დეველოპერული ფესტივალი) Google-ის დეველოპერების ჯგუფების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება. ღონისძიება ათასობით ადამიანს აერთიანებს, რადგან DevFest არის ადგილი, სადაც განიხილება ისეთ ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, პროგრამული ენები, ქლაუდ ტექნოლოგიები, UI/UX დიზაინი, გაფართოებული და ვირტუალური რეალობა და სხვა. DevFest თბილისის მონაწილეებს ერთი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საუკეთესო გამოცდილება, დასწრებოდნენ საინტერესო სემინარებს და პრაქტიკულ CodeLab-ებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 10-მდე ქართველმა და უცხოელმა გამომსვლელმა, მათ შორის ისეთი კომპანიებიდან როგორიცაა Google, IBM, Microsoft.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარებას. ამ სფეროს წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებობდნენ ძლიერი ტექნიკური უნარების მქონე სპეციალისტები და მათ ჰქონდეთ ინფორმაცია თანამედროვე  ტექნოლოგიებისა და ტრენდების შესახებ. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოშიც იმართება, რაც ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას ისეთი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა Google, IBM და Microsoft. საქართველოს ბანკი ღონისძიების პარტნიორია და ზრუნავს, რომ მონაწილეებმა მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფინტექ სფეროში გამოყენების შესახებ“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

დევფესტს ორგანიზებას უწევდა თბილისის Google-ის ტექნოლოგიების ჯგუფი (GDG თბილისი)  კომპანია Google-თან და BOG Fintech-თან პარტნიორობით.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech. ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox – მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. დღეისათვის სენდბოქსში ხელმისაწვდომია 9 საბანკო სერვისის შესაბამისი API.

[R]

კომენტარები

საქართველოს ბანკი ტექნოპარკი 2018-11-20
Tags საქართველოს ბანკი ტექნოპარკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ორმეტრიანმა პითონმა უნიტაზზე მჯდომ მამაკაცს უკბინა

შემდეგი სტატია

adjarabet.com-ზე EGT სლოტების გათამაშება დაიწყო!

მსგავსი სტატიები

თბილისის ნაწილს ხვალ დროებით ელექტრომომარაგება შეეზღუდება

21 დეკ 2017
გახმაურებული ძალადობის ფაქტები – საია ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

გახმაურებული ძალადობის ფაქტები – საია ჭიდაობის ფედერაციასთან დაკავშირებული საქმეების ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

29 იან 2019

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება

19 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge