NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„წაგების შიშით მოტივირებული, სასოწარკვეთილების ჟესტი“

„წაგების შიშით მოტივირებული, სასოწარკვეთილების ჟესტი“

19 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 965 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ეს არის ტრიუკი, არაფერი ინიციატივა ეს არ არის – ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეფასება პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოვალეთა სიაში მყოფი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბანკები წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ უიმედო ვალებს და ამაში ხელისუფლება არ მონაწილეობს.

„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული, სასოწარკვეთილების ჟესტი იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. აი შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება დარწმუნებული იყავით, ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძემ საბანკო სისტემის რეფორმასთან და ვალებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გუშინ გაახმოვანა. ინიციატივა მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების ვალების სახელმწიფოსთვის გადაბარებას გულისხმობს.

დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვალების ჩამოწერის გეგმაზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, შავ სიაში მოხვედრილი მოსახლეობის ვალების დასაფარად 1.5 მილიარდ ლარს ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ გაიღებს. ამგვარად სასესხო ვალდებულება უნულდება 600 ათასზე მეტ ადამიანს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

გრიგოლ ვაშაძე ვალები სესხები შავი სია 2018-11-19
Tags გრიგოლ ვაშაძე ვალები სესხები შავი სია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის საკრებულოს წევრს თემურ გიორგაძეს 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

შემდეგი სტატია

„მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ“

მსგავსი სტატიები

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

15 ნოე 2018
ებოლას ეპიდაფეთქების დიდი რისკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ებოლას ეპიდაფეთქების დიდი რისკი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

17 მაი 2018

თელავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

29 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

  • ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

    ასე იცავს ნანგრევებში მოყოლილი 10 წლის სირიელი გოგონა საკუთარ ძმას

  • ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

    ხატია დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას

  • სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

    სალომე სამადაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

  • გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

    გია ხუხაშვილი: თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს

  • ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

    ალექსი დანილოვი: რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს

  • ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

    ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ სააკაშვილის ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები – ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ

  • ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

    ლევან ბეჟაშვილი: დადგა დრო გაბრაზების, პროტესტის, ბრძოლის

  • საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

    საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია

  • „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

    „საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge