მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წინაღმდეგ მიმართული აგრესიულ საარჩევნო ბანერების განთავსებას.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ევროპულ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს, ხოლო რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მისი თქმით, ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიით გამოირჩევა.
„მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩემი ხედვა მე გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები