NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია – Mc Happy Day დაიწყო

„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია – Mc Happy Day დაიწყო

16 ნოე 2018 ახალი ამბები 347 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy Day დაიწყო. აქციის ფარგლებში „მაკდონალდსი“ ქუთაისის დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს დაეხმარება. უკვე ტრადიციად ქცეული კამპანიის მიზანია სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება. „მაკდონალდსი“ მუდმივად ცდილობს ბავშვებისთვის გააუმჯობესოს გარემო და ხელი შეუწყოს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

აქციიდან შემოსულ თანხას „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციას – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს (EDEC) გადასცემს, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ადაპტირებული მინივენის შეძენას. მინივენი მოხმარდება ბენეფიციარების ქუთაისის მიმდებარე სოფლებიდან, თერჯოლისა და სამტრედიის დღის ცენტრებიდან ქუთაისის დღის ცენტრში ტრანსპორტირებას, სადაც მათთვის აუცილებელ თერაპიას გადიან. „დღის ცენტრი“-ს სერვისი ითვალისწინებს ბავშვების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას, მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით.

„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქცია განსაკუთრებულ ფორმატს კვლავ ინარჩუნებს: მასში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day-სმხარდასაჭერად „მაკდონალდსმა“ კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 4 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი, ჩანთა და მისალოცი ბარათი, რომელიც სპეციალურად აქციისთვის დაამზადა საწარმო „ფარშევანგმა“.  ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად ქველმოქმედების თანამონაწილე ხდება.

2017 წელს  Mc Happy Days-ის ფარგლებში „მაკდონალდსი“ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის” დაეხმარა და მთლიანად უზრუნველყო, ქუთაისის დღის ცენტრში სენსორული ოთახის მოწყობა. 2016 წელს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოსთვის ექოსკოპიის აპარატი შეიძინა, ხოლო 2015-ში სოციალურ საწარმო „ქედელთან“ თანამშრომლობის შედეგად, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლს მიკროავტობუსი უყიდა, რომელიც ბენეფიციარ ბავშვებს ემსახურება. Mc Happy Days-ის ღონისძიებები ასევე ითვლის დიმიტრი ცინცაძის ფონდის, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების და სხვა ორგანიზაციების დასახმარებლად გამართულ არაერთ საქველმოქმედო აქტივობას.

[R]

კომენტარები

მაკდონალდსი 2018-11-16
Tags მაკდონალდსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დადგინდა, რომ „როტშილდის ბრინჯაოების“ ავტორი მიქელანჯელოა

შემდეგი სტატია

გუდაურში სამშენებლო კომპანია “რედკოს” საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

მსგავსი სტატიები

ტურიზმის ადმინისტრაცია: მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

ტურიზმის ადმინისტრაცია: მარტში ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა

03 აპრ 2018

„სახელმწიფო ენა არ იცი და ამ სახელმწიფოს პრეზიდენტობა გინდა?!“

18 სექ 2018

ელისაშვილი: ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის კრახი

01 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

  • სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

    სერიოზული გამოწვევაა, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს გუნდს, მაგრამ ჩვენ ერთიანობით ვუპასუხებთ ყველა გამოწვევას

  • ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

    ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა

  • ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

    ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

  • კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

    კახა კალაძე: …და ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

  • მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

    მაია ბუ­წაშ­ვი­ლი: კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დით, რომ თუ წე­სებს და­ვი­ცავთ, ჩა­კეტვის რე­ჟი­მი არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი

  • ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

    ვლადიმერ ჟირინოვსკი დონალდ ტრამპს: დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენ დაბრუნდებით თეთრ სახლში

  • 3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

    3 ბრენდი, რომელმაც საქართველოს ბაზარი სრულად დატოვა

  • “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

    “1-ელი თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს”

  • ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

    ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge