NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის, ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა – დავით ზურაბიშვილი

ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის, ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა – დავით ზურაბიშვილი

16 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 621 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„სრული აბსურდის თეატრია, სასაცილოც კია, რაც ხდება“ – ასე ეხმაურება საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს.

დავით ზურაბიშვილმა „არჩევანის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლება სრული მობილიზების მიუხედავად, პირველ ტურში მიღებულ შედეგს ვერ შეცვლის და გამარჯვება ძალიან გაუჭირდება.

„ისტორიაში შევალთ ამ საოცარი კამპანიით, მაგრამ ეს ადმინისტრაციული რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხის ნება გადაწონოს და ეს ხალხის ნება პირველ ტურში იქნა ძალიან მკაფიოდ გამოვლენილი,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა

ზურაბიშვილის თქმით, როდესაც მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს, ამით ქვეყნის სტრატეგიული კურსიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„ჩვენ დავინახეთ და ეს დაგვიდასტურა ბიძინა ივანიშვილმაც რომ, სალომე ზურაბიშვილი არის მისი კანდიდატურა, პირადად მისი შერჩეული კონკრეტული მიზნებისთვის და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს კანდიდატი გაიყვანოს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილის კანდიდატურაა სწორედ სალომე ზურაბიშვილი, რადგან თუ ის გახდება პრეზიდენტი, დამოუკიდებელი არ იქნება და „ხასიათს“ არ გამოავლენს.

„მე ვფიქრობ, რომ აქ არის გართულება მიხეილ სააკაშვილზე. თვითონ, აშკარად, ბიძინა ივანიშვილისთვის სამყარო იყოფა მასსა და სააკაშვილს შორის. ეს არის ორი ტიტანის ბრძოლა, სადაც თვითონ არის სიკეთე, ის არის ბოროტება და ადამიანები უნდა იდგნენ ან სიკეთის ან ბოროტების მხარეს. ამ მანიქევლური მითის სქემით მოდიოდა „ქართული ოცნება“ დღემდე,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესებსაც ეხმიანება და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გასამართლებით ხელისუფლება იმუქრება. მისი შეფასებით. ასეთი განცხადებები ქვეყანას დააზიანებს.

„ის სრულად არაკვალიფიციური, მგონია, რომ იმასაც ვეჭვობ, რომ რუსეთის ინტერესების ზედმეტად გათვალისწინება ხომ არ ხდება, როცა საერთაშორისო სტრუქტურებით, ჰააგის სასამართლოთი, პრაქტიკულად, გვემუქრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, სააკაშვილი გასამართლდება,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

ბიძინა ივანიშვილი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილი 2018-11-16
Tags ბიძინა ივანიშვილი დავით ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დაკავების ორდერები შეიძლება გაიცეს როგორ  ქართველების წინააღმდეგ, ასევე რუსების წინააღმდეგ“ – ნიკა ჯეირანაშვილი

შემდეგი სტატია

უამინდობის გამო გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

მსგავსი სტატიები

რუსული მედია მიხეილ სააკაშვილის კიევში ჩასვლის ფოტოებს ავრცელებს

19 სექ 2017
თუ არ მოვაწერდით ჩვენებებს ხელს, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ – მიხეილ კალანდიას ძმა

თუ არ მოვაწერდით ჩვენებებს ხელს, შესაძლოა, ჩემი არასრულწლოვანი და და დედა დაეჭირათ – მიხეილ კალანდიას ძმა

ირაკლი შალიკაშვილი 05 ივნ 2019

„ჩვენი მიზანია, საქართველო-თურქეთს შორის ის რეჟიმი, რომელიც ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავებას“

17 იან 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge