NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ენმ-მ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფუნდამენტს – შეიარაღებულ ძალებს“

„ენმ-მ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ქვეყნის ფუნდამენტს – შეიარაღებულ ძალებს“

16 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 889 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ ოპონენტებს საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა. მისი თქმით, ოპოზიცია სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შესაძლოა ქართველი სამხედროები გასამართლდეს.

კალაძე აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ენმ-ს მიერ არის გამოგონილი და რეალობას არ შეესაბამება.

„ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტს – საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და მის ერთიანობას. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 2008 წლის ომში მონაწილე ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ემუქრებათ ჰააგაში გასამართლების საფრთხე. ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებისთვის არანაირი თეორიული საფუძველი არ არსებობს და ნაციონალური მოძრაობა უტიფრად ცდილობს საზოგადოების და ჩვენი გმირების შეცდომაში შეყვანას, მათი სახელის პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, ვერ ეღირსებით ბინძური ტყუილებით ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთიანობასა და სიმტკიცეში ბზარის გაჩენას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება 2018-11-16
Tags კახა კალაძე ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“კუდიანებზე ტოტალური ნადირობა,” – ტრამპმა აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება მწვავედ გააკრიტიკა

შემდეგი სტატია

თიბისის მხარდაჭერით მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – „ლეონარდო და ვინჩი”ფინალი ჩატარდა

მსგავსი სტატიები

კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია – შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს

კობახიძის განცხადებები არაადეკვატურია – შთაბეჭდილება მრჩება, რაღაც დავალება აქვს მიღებული, რომ კრიტიკულ მომენტში ჩამშლელის როლი შეასრულოს

ირაკლი შალიკაშვილი 16 მარ 2021
სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისაგან

05 აპრ 2018

იუსტიციის მინისტრი ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლს გახსნის

სოსო ელისაშვილი 18 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge