NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ცესკოს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გაასაჩივრებს

ცესკოს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გაასაჩივრებს

16 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 158 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა “გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო ისეთ დღეს დაენიშნა არჩევნები, რომ ამ დღეს არ შეექმნა ბარიერები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მათ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.

რაც შეეხება თვითონ არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნას, ეს არ არის კანონდარღვევა, მათ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ მათ რომ ემოქმედათ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დღეს არ დანიშნავდნენ არჩევნებს.

რაც შეეხება საარჩევნო უბნების დახურვას 12:00 საათისთვის, ვფიქრობთ, რომ ეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ამ საკითხს ჩვენ გავასაჩივრებთ სასამართლოში“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება 14 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

არჩევნები საერთაშორისო გამჭვირვალობა ცესკო 2018-11-16
Tags არჩევნები საერთაშორისო გამჭვირვალობა ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კილოგრამის განსაზღვრის მეთოდი შეიცვლება

შემდეგი სტატია

ამერიკელი ქალი კიბოს დიაგნოზს ადამიანის სუნის მიხედვით სვამს

მსგავსი სტატიები

„ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, ჩვენ გვიმზადებენ კოლუმბიას“

13 სექ 2018
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა

14 მაი 2018
თიბისი ბანკი აქცია „დედამიწის საათს“ შეუერთდა

თიბისი ბანკი აქცია „დედამიწის საათს“ შეუერთდა

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უახლესი ამბები

  • მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

    მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი

  • “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

    “პრეზიდენტის ბულინგი რას ემსახურება?” – სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია

  • ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

    ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს

  • პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

    პრეზიდენტს ალბათ, უფრო მეტი დაფიქრება სჭირდება, როდესაც საუბრობს ჯარზე, მითუმეტეს ის არის მთავარსარდალი

  • მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

    მოვითხოვთ, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შეიარაღებული ძალების წინაშე ბოდიში მოიხადოს

  • შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

    შეიძლება ადამიანს სხვა რამის თქმა უნდოდეს, მაგრამ ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოს, მით უმეტეს პრეზიდენტმა

  • ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

    ქართული ჯარი არის ძლიერი და გვყავს გმირი სამხედროები – თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

  • ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

    ირაკლი სესიაშვილი სალომე ზურაბიშვილს განცხადებების გაკეთებისას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს

  • 8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

    8 მილიონი გირვანქა თანამშრომლებს საშობაო პრემიის სახით

  • კირკ დუგლასს 103 წელი შეუსრულდა

    კირკ დუგლასს 103 წელი შეუსრულდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by News.ge