NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება“

„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება“

15 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1099 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ცესკო-მ გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლების კარნახით – ასეთია ოპოზიციის შეფასება არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შუა კვირას ამომრჩევლების იმ ნაწილს რომლებიც რეგიონებში არიან რეგისტრირებული, საარჩევნო უბნებზე მისვლა გაუჭირდებათ. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ვერც ემიგრანტები.

„ცესკო-მ მიიღო არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება პრობლემებს შეუქმნის ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ ვხედავთ, რომ პირველ ტურში არაერთი დაბრკოლება შეუქმნეს ჩვენს ემიგრანტებს რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. ახლაც სამუშაო დღეს არჩევნების მეორე ტურის გამართვა ამ პრობლემების შექმნას უკავშირდება“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს ჩატარდეს, სამარცხვინოს უწოდებს „ევროპული საქართველო.“

„ცესკო-მ მიიღო ცალსახად სამარცხვინო გადაწყვეტილება და მიუხედავად პოლიტიკური პარტიების, თუ არასამთავრობო სექტორის ძალიან დასაბუთებული მოწოდებას, არ შეექმნა ხელოვნური ბარიერები საზღვარგარეთ მცხოვრები ასეულობით ათასი ამომრჩევლისთვის, არჩევნები დანიშნა მაინც სამუშაო დღეს,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ცესკო მიუკერძოებელია და მეორე ტურის თარიღის დანიშვნა კანონის ფარგლებში მოხდა.

„ცესკო იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. „ქართულ ოცნებას“, ან სხვა პარტიებს, რომელი თარიღი აწყობდათ, ეს კიდევ საკითხავია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რეგიონში რეგისტრირებულ ამომრჩეველს არ შეექმნება პრობლემები რადგან არჩევნების დღე უქმე დღედ გამოცხადდა და მათ რაიონებში ჩასვლის შესაძლებლობა ექნებათ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

არჩევნები გია ვოლსკი ლევან ბეჟაშვილი მეორე ტური ოპოზიცია ცესკო 2018-11-15
Tags არჩევნები გია ვოლსკი ლევან ბეჟაშვილი მეორე ტური ოპოზიცია ცესკო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი ამათ გამოძიებას“

შემდეგი სტატია

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მსგავსი სტატიები

მამუკა მდინარაძე ვანო ზარდიაშვილზე – ვიცოდი, რომ პარტიას არ ტოვებდა – ჩემთვის არ უთქვამს, რომ პოლიტიკას არასდროს გაეკარება

მამუკა მდინარაძე ვანო ზარდიაშვილზე – ვიცოდი, რომ პარტიას არ ტოვებდა – ჩემთვის არ უთქვამს, რომ პოლიტიკას არასდროს გაეკარება

ირაკლი შალიკაშვილი 10 ოქტ 2019
სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

16 თებ 2018
პრემიერი: ჩვენ ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს

პრემიერი: ჩვენ ვაშენებთ პროფესიული განათლების ძალიან წარმატებულ მოდელს

24 იან 2018

უახლესი ამბები

  • ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

    ,,ჩემი აზრით პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, ამაში არაფერია სამარცხვინო, საძრახი საქციელია ტყუილი” – ოპოზიცია არასამთავრობოების პოლიტიზირების შესახებ

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge