NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება

14 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 687 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში ფუნქციონირებას დაიწყებს საუდის არაბეთის საელჩო. აღნიშნულის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა ქართულ მხარეს. ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ საუდის არაბეთის საელჩოს დიპლომატების ჯგუფი საქართველოში დეკემბრის დასაწყისში ჩამოვა. 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში მიიღო. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყურის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას და სწორედ ამ მიზნით 2014 წელს საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი. თავის მხრივ საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხაზს უსვამს მხარეების სურვილს ხელი შეუწყონ არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებას“,  -წერია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

თბილისი რიადი საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩო საუდის არაბეთი 2018-11-14
Tags თბილისი რიადი საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩო საუდის არაბეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა“ და „ვიონი საქართველოს“ შორის სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შემდეგი სტატია

„არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?!“

მსგავსი სტატიები

გენადი არველაძე: „ჩეხეთი არის ჩვენი მეგობარი და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ინვესტიციებისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით”

13 სექ 2018
გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

გიორგი ტყემალაძე საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა

28 თებ 2018

„ეს არის შეურაცხმყოფელი, ამ თემაზე რომ ვილაპარაკო. ასეთი რამ არ ყოფილა!“

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

  • ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

    ანი ნადარეიშვილი: ბაჩო ახალაია ციხეს სასჯელის ვადის ამოწურვიდან 4 თვის შემდეგ დატოვებს

  • “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

    “თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას”

  • ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

    ლიეტუვას ხელისუფლებამ უარი განაცხადა ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადაციაზე

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge