NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე: „ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“

ბახტაძე: „ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“

14 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 961 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტარებმა სამარცხვინო უწოდეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებულ ბინძურ კამპანიას და გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას. პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს.

„ევროპარლამენტში მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას და საქართველოს ეკონომიკის მზარდ ტენდენციას.

საქართველოსადმი ამ მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია.

რა თქმა უნდა, მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

შესაბამისად, რევანშისტების გამარჯვება ყველა იმ მიღწევის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, რაც ერთობლივად შევძელით და რასაც ევროპარლამენტი ასე პოზიტიურად აფასებს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გასაკეთებელი გვაქვს პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს. მსურს, ყველა ქართველს მივულოცო ეს წარმატება ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები. რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმევრო კი პარლამენტში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრი ქართული ოცნება 2018-11-14
Tags მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პრემიერი 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

შემდეგი სტატია

ქართული კომპანიები ჩინეთიდან 20 მლნ დოლარის კონტრაქტებით დაბრუნდნენ

მსგავსი სტატიები

საარჩევნო კამპანია და მისი დაფინანსება – კახეთში საარჩევნო რეფორმირების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიმართება

საარჩევნო კამპანია და მისი დაფინანსება – კახეთში საარჩევნო რეფორმირების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიმართება

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივლ 2019

ბაქრაძე: ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემები

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018

შეკრებისა და მანიფესტაციის კანონი – საია ცვლილებებს ითხოვს

25 იან 2019

უახლესი ამბები

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge