NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?!“

„არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?!“

14 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 432 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ კანონის ფარგლებში იმოქმედა და შემდგომში ყველა დოკუმენტი გაასაჯაროვა, რათა საზოგადოება სწორად ინფორმირებული ყოფილიყო.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო, უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. ვიმეორებ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ყველა მიმოწერა გავასაჯაროვეთ. პირველი – ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ ჰქონდა სურვილი, აქციები 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა. მუნიციპალიტეტის მხრიდან წერილს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი კანონიერი ვალდებულება იყო, რომ პასუხი სამი დღის განმავლობაში გაგვეცა. რადგანაც, დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე საახალწლო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, ამის გამო, ვალდებული ვიყავით, პასუხი გაგვეცა, რაც წერილობით ასახული იყო და მოსახლეობას ესეც გავაცანით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სიცრუის პროპაგანდას ოპონენტები და გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად აწარმოებენ.

„ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა ეს აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი მერიისთვის გადმოებრალებინა. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?! რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძეს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტიული ტელევიზია. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. ეს კატეგორულად მიუღებელია, თუმცა პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ და მთელი მათი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე შესაბამის რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.

„პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, არის უმთავრესი  ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყოველთვის ვიქნებით. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და მოსახლეობას ყოველთვის სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კახა კალაძე მერია ნაძვის ხე სარალიძე 2018-11-14
Tags კახა კალაძე მერია ნაძვის ხე სარალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოში საუდის არაბეთის საელჩო გაიხსნება

შემდეგი სტატია

პრემიერი 14:00 საათზე ბრიფინგს გამართავს

მსგავსი სტატიები

ვაშაძე: ჯონ მაკკეინის ხმა რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა

ვაშაძე: ჯონ მაკკეინის ხმა რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა

26 აგვ 2018
კემეროვოელებს გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის არ სჯერათ

კემეროვოელებს გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის არ სჯერათ

სოსო ელისაშვილი 27 მარ 2018

„ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ემსახურება იმას, რომ მე არ ვიმყოფებოდე უკრაინაში“

13 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge