NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აქვს დაბანილი“

„საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აქვს დაბანილი“

13 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 833 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, თეა წულუკიანთან და დავით ზალკალიანთან ჰააგაში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებს, თუ რა ნაბიჯებს დგამს ქართული მხარე, იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავა საქართველომ მოიგოს.

„რა ინფორმაციას აწვდის ქართული მხარე ჰააგაში შესაბამის უწყებებს მიმდინარე საქმეებთან და გამოძიებასთან დაკავშირებით, რა ვითარებაა და რა არის მათი პროგნოზები. გარდა ამისა, გვაინტერესებს, აქვს თუ არა ქართულ მხარეს ინფორმაცია, როგორ მუშაობს რუსული მხარე საკუთარი ინტერესების დასაცავად და აგროვებს თუ არა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აქვს დაბანილი ამ პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით, ამაზე გვესაჭიროება სრული ინფორმაცია დოკუმენტაციის წარდგინებით,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტში იბარებენ შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორსაც. „ევროპული საქართველო“ ითხოვს, ძალოვანი უწყებების მხრიდან პასუხი გაეცეს საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ასევე აინტერესებთ, სრულდება თუ არა საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები.

გარდა ამისა, „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დადგენილების პროექტის მიღებასაც მოითხოვს.

„ჩვენი მოთხოვნამ დადგენილების პროექტი, რომელიც ავალდებულებს შს მინისტრსა და პროკურორს, მოვიდნენ პარლამენტში 10 დღის ვადაში, წარმოადგინონ ანგარიში იმასთან დაკავშირებით, ას აკეთებენ, რადგან ჩვენთვის ცნობილია და საზოგადოებამაც იცის, რომ რეკომენდაციები, ფაქტობრივად, არ სრულდება, არ სრულდება მთავარი მოთხოვნა, როდესაც არის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული პირი და მის მიმართ არ ტარდება ღონისძიებები,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

დავით ზალკალიანი ევროპული საქართველო თეა წულუკიანი პარლამენტი 2018-11-13
Tags დავით ზალკალიანი ევროპული საქართველო თეა წულუკიანი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კობახიძე: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია

შემდეგი სტატია

„გარიგება ნებისმიერ ფასად არ შედგება“

მსგავსი სტატიები

„ყველა იმათი დედა ვატირე ვინც ადამიანი შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, ასეთი თავხედური ‘გაპრავება’ მოუფიქროს“

„ყველა იმათი დედა ვატირე ვინც ადამიანი შეიძლება ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, ასეთი თავხედური ‘გაპრავება’ მოუფიქროს“

სოსო ელისაშვილი 04 ოქტ 2018
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას არ აპირებს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის მოწვევას არ აპირებს

ნინო ჩხეიძე 17 თებ 2023
„გადავწყვიტეთ სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები“

„გადავწყვიტეთ სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები“

31 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge