სახალინის ქალაქ ხოლმსკში, სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეს საჯაროდ დასცინა გაკვეთილის მსვლელობის დროს. მასწავლებელმა ამ შემთხვევის შემდეგ, თავად დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მასწავლებელი მოსწავლეების თანდასწრებით მათ მეგობარს უდიერად მიმართავს ჩაცმულობის გამო.
ინციდენტი გოგონას მეგობარმა ტელეფონით გადაიღო.
“მშობლები გყავს? გყავს. ადეკვატურები არიან? შენ ადეკვატური ხარ? ვხედავ, რომ არა. ნაშვილები ხარ? წარმოუდგენელს გეკითხები? ეს ახლა ნორმალური მოვლენაა. რა გაბღავლებს?” – მიმართავს მასწავლებელი მოსწავლეს.
გოგონას მშობელმა მედიას განუცხადა, რომ მასწავლებელმა მის შვილს შეურაცხყოფა მხოლოდ იმისათვის მიაყენა, რომ პერანგი ოდნავ გახეული იყო.
რეგიონის პროკურატურამ ჩაატარა ინსპექტირება. გადაუდებელი პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა რომ მასწავლებელმა მართლაც დაარღვია პედაგოგიური ეთიკა და მას აღარ აქვს პედაგოგად მუშაობის უფლება.
კომენტარები