საერთაშორისო მოდის კვირეულს mercedes-benz fashion week Tbilisi-ს სახვითი ხელოვნების მუზეუმმა 1-დან 5 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა. თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში საქართველოში ოთხმოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი ჩამოვიდა. ტრადიციულად თბილისში მოდის დედაქალაქებიდან მოდის კრიტიკოსები, ბაიერები და ისეთი ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები და რედაქტორები ჩამოვიდნენ, როგორებიცაა: Elle, Vogue US, I-D magazine, Forbes USA და სხვები.
რადიონ, ეს თქვენი პირველი ვიზიტია თბილისში?
დიახ. თბილისში ჩემი მეგობრის, თამარ ჩხეიძის მოწვევით ვიმყოფები. რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს ვიზიტი დაკავშირებულია „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულთან“, მიზანი კი უკეთ გავიცნო ქართველი დიზაინერები და გავიგო მათი კონცეფცია, რათა შემდგომში შედგეს ჩვენი თანამშრომლობა.
რა იცოდით ქართველი დიზაინერების შესახებ?
მოსკოვში და მანამდე, ალმა-ატაში მუშაობის დროს ვიცოდი ავთანდილის, დათუნასა და არუტიუნოვის შესახებ…თუმცა, მიმაჩნია რომ აქ, ამ კვირეულზე ჩამოსვლით, გავიცნობ ახალ დიზაინერებს, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან ქვეყნის გარეთ.
რა არის განსაკუთრებული ქართველი დიზაინერების შემოქმედებაში, აქვთ მათ საკუთარი ნიშა?
აქვთ! ზოგადად ქართველი ქალები გამოირჩევიან დახვეწილი გემოვნებით. მოსკოვში მუშაობის დროს გვყავდა ვიპ-კლიენტები, ქართველი ქალბატონები, რომლებიც დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდნენ. ჩემთვის ეს იყო ქართველი ქალის იდეალი, რომელთაც გააჩნდათ სტილის გრძნობა, ელეგანტურობა. მომწონს ქართველი დიზაინერების ფერები, თარგები, მასალა.
რა განასხვავებს ქართულ მოდას ევროპულისაგან, ახლოს ვართ მსოფლიო სტანდარტებთან?
კითხვა რთულია…რა თქმა უნდა მოდა ევროპაში ჩაისახა. თუმცა, ქართული მოდა თვითმყოფადი სტილით გამოირჩევა. ქართველი დიზაინარები თამამები არიან, არ ეშინიათ სხვადასხვა ფერებისა და ფაქტურის შერწყმით.
ქართველი დიზაინერები თამამად ფლობენ ფერებს?
დიახ! რაც ხშირ შემთხვევაში არ ახასიათებთ თუნდაც რუს დიზაინერებს. ამიტომაც, ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერეო და სწორეა.
ვის გამოარჩევდით?
რა თქმა უნდა ავთანდილს, დათუნა სულიკაშვილს, რომელიც პრიორიტეტს შავ ფერს ანიჭებს და იდეალურად მუშაობს ამ ფერით. ვასკა, რომელიც სხვადასხვა ფაქტურებით ქმნის მოდელებს და არ ეშინია. მომეწონა გიორგი ამირეჯიბის კოლექცია. მას ძალიან კარგი მოდელები აქვს.
რა ახდენს მოდის განვითარებაზე გავლენას?
მოდა ფეხდაფეხ მიჰყვება პოლიტიკას…
პოლიტიკა გავლენას ახდენს მოდაზე?
დიახ. იყო პერიოდი როცა მოდაში იყო გლამურული შიკი, გასული საუკუნის 20-იან წლებში. თუდაც ავიღოთ რუსული მოდა. დიდი გავლენა მოახდინა სანქციებმა…
სანქციებმა? რა თვალსაზრისით?
რუსი დიზაინაერები აღარ ადევნებენ თვალს ევროპულ მოდას და ქმნიან საკუთარს, ინდივიდუალერს. რუსული მოდა აღარ ემორჩილება მსოფლიო მოდის კანონებს. ამან თავისი შედეგი გამოიღო და რუსული მოდა ევროპელებისათვის უკვე ძალიან საინტერესოა. აქვე ვიტყვი, ქართული მოდა საოცრად პროგრესულია, მეტიც ქალაქში რომ გაივლი ძალიან დახვეწილად ჩაცმულ ადამიანებს შეხვდები.
თბილისში პირველად ხართ. მოგეწონათ ჩვენი ქალაქი?
თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია და აქ დახვეწილი გემოვნების ხალხი ცხოვრობს.
Newsmix ესაუბრა ulyana sergeenko-ს ბრენდ-მენეჯერი რადიონ რამზანოვი.
თამუნა, თქვენ სამოდელო ბიზნესში დიდი ხანია ჩართული ხართ, როგორ ვითარდება ქართული მოდა?
ქართული მოდა ძალიან დაიხვეწა, დიზაინერები ბევრად თამამი არიან საკუთარ გადაწყვეტილებებში, ქსოვილების არჩევაში, თარგში…
დიდი მადლობა სოფიკო ჭყონიას, რომელიც „მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს“ ატარებს.
ეს, რა თქმა უნდა, შედეგს გამოიღებს
აუცილებლად. ამჟამად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულია დაახლოებით 130-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი..არიან ბაიერები. ჩვენ, ქართველებმა რაც არ უნდა ვიზრუნოთ, მაინც იმდენს ვერ შევძლებთ, რასაც შეძლებენ უცხოელი ჟურნალისტები. ხდება ქართველი დიზაინერების პოპულარიზაცია.
თამუნა, თქვენ მუშაობთ ყაზახეთში. იყიდება ქართველი დიზაინერების ნამუშევრები ალმა-ატაში?
ჯერ კიდევ 10 წლის წინ ცნობილმა ბაიერმა, ლილია რახმა რამდენიმე ქართველი დიზაინერის ნამუშევარი შეიძინა, რომელიც მაშინვე გაიყიდა.
ახლა გვაქვს იდეა გავხსნათ ფეშენ-ბუტიკი სადაც მხოლოდ ქართველი დიზაინერების ნამუშევრები გაიყიდება.
მაქვს იდეა, თავად გავხსნა ალმა-ატაში ავთანდილის მონო-ბუტიკი, პრემიალური ან მულტიბრენდული ბუტიკი.
როგორ ფიქრობთ, სწრაფად ვითარდება ქართული მოდის ინდუსტრია?
ვფიქრობ – არა, რადგანაც ბიზნესმენები არ დებენ ფულს მოდის ინდუსტრიაში, იგრძნობა მარკეტოლოგების ნაკლებობა ამ სფეროში.
კიდევ ერთხელ მადლობა სოფიკო ჭყონიას, რომელიც ქართული მოდის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
Newsmix ესაუბრა ქართველი დიზაინერების კრეატიული დირექტორი ყაზახეთში – თამარ ჩხეიძე.
კომენტარები