NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ომბუდსმენი მერიას და შსს-ს მოუწოდებს სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციას ხელოვნურად ხელი არ შეუშალოს

ომბუდსმენი მერიას და შსს-ს მოუწოდებს სარალიძის და მაჩალიკაშვილის აქციას ხელოვნურად ხელი არ შეუშალოს

10 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 401 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების შეკრების უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას ეხმაურება.

ნინო ლომჯარია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ პარლამენტის ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, მათი კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით ხელი არ შეუშალონ.

„2018 წლის 9 ნოემბერს მედიით გავრცელებული და სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიუხედავად მოცემულ შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების არარსებობისა, ზაზა სარალიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 1 ნოემბერს წერილით მიმართა და აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელება და კარვების განთავსება მოითხოვა. მერიიდან მიღებული პასუხის შესაბამისად, ზაზა სარალიძეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე მითითებით ეთხოვა, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან შეცვალოს საპროტესტო აქციის ჩატარების დრო და ადგილი, რათა შეუფერხებლად გაიმართოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია პარლამენტის შენობის წინ.

გასათვალისწინებელია, რომ აქციის ორგანიზატორი ვალდებულია მერია წინასწარ გააფრთხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე იმართება ან აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს შეკრების ადგილისა და დროის შეცვლის შესახებ რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შეკრება რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, ან იმავე დროს და იმავე ადგილას სხვა აქცია არის დაგეგემილი (რომელზეც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში). ამდენად, თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

საგულისხმოა, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობის წინ 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ხელი ეშლებოდათ კარვის განთავსებაში, რაც შეკრების უფლებაში ჩარევად შეაფასა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში; ასევე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ სარალიძესა და მაჩალიკაშვილს შეუძლიათ აქციისთვის სხვა ადგილი შეარჩიონ.

ზაზა სარალიძის თქმით კი, კალაძის ხელმოწერილი წერილი იმის დასტურია, რომ ხელისუფლება არ აპირებს გამოძიებას და დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების პასუხისგებაში მიცემას.

პარლამენტთან აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან მართავენ.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი ნინო ლომჯარია ომბუსმენი სახალხო დამცველი შსს 2018-11-10
Tags ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი ნინო ლომჯარია ომბუსმენი სახალხო დამცველი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრამპი პარიზში I მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება

შემდეგი სტატია

„დაკავებულები მოქალაქეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხას ძალავდნენ“

მსგავსი სტატიები

ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა

14 აგვ 2018
“ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი ისინი საიდუმლო საქმეებს გაეცნენ, არ თქვან მაინც” – მესამე სექტორი კობახიძის განცხადებას აფასებს

“ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ თუ კი ისინი საიდუმლო საქმეებს გაეცნენ, არ თქვან მაინც” – მესამე სექტორი კობახიძის განცხადებას აფასებს

06 თებ 2019
რა კითხვები აქვს ნინო ლომჯარიას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით

რა კითხვები აქვს ნინო ლომჯარიას ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით

10 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

    ვიზიტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების მეტად დასტაბილურებას

  • ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

    ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე: მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, დასხნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან

  • “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

    “ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს”

  • სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

    სალომე ზურაბიშვილმა ლევან თაქთაქიშვილს ღირსების ორდენი გადასცა

  • საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  • ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

    ჯო ბაიდენი: ეს ამაღელვებელი და იმედისმომცემი ამბავია

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge