NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს“

„უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს“

09 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 868 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უტიფრობაა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს და ბედავს, საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდეს, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სოფელ ატოცში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ჩასვლისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად უნდა გაიაზროს, რა შეცდომები დაუშვა.

„სამწუხაროდ, მათი ქმედებით თუ უმოქმედობით ვართ იმ შედეგამდე, რომ რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და აგრძელებს მავთულხლართების გავლებას, რაც 2008 წლიდან დაიწყეს ოკუპანტებმა. ამ ვითარებაში, კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ კარგად გაიაზრებს რა შეცდომები დაუშვა, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესთან მიმართებაში“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნული პროცესის შესაჩერებლად მაქსიმუმს აკეთებს.

„ნებისმიერი პროვოკაცია აძლიერებს ოკუპანტს, ამიტომ სამწუხაროა, როცა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ვერ იაზრებს, რომ არის საკითხები, სადაც მთავარია ერთობის ჩვენება და არა ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესების გამოხატვა. ყველამ კარგად ვნახეთ ის ქალბატონი როგორც იქცეოდა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, ლანა ღვინჯილიამ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ატოცში ყოფნისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

ირაკლი სესიაშვილი ნაციონალური მოძრაობა 2018-11-09
Tags ირაკლი სესიაშვილი ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

შემდეგი სტატია

„წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა“

მსგავსი სტატიები

ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, დიახ, ეს არის გაქცევა

ეს არ არის წასვლა, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, დიახ, ეს არის გაქცევა

ირაკლი შალიკაშვილი 13 იან 2021
გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება

გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება

ირაკლი შალიკაშვილი 20 თებ 2020
„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი“

„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი“

03 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

    ალეკო ელისაშვილი: ბეჭი არ იტკინოს ბატონმა ჩალაძემ ერთი ეგ მაშინებს რა

  • თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

    თეა გოდოლაძე: მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს. შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!

  • ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

    ლევან ბეჟაშვილი: ვიხილავთ მანდატების დატოვების საკითხს – ვიწყებთ კონსულტაციებს დასავლელ პარტნიორებთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომ დავტოვოთ პარლამენტი

  • ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

    ელენე ხოშტარია: „დროა“ ენმ-ს საპროტესტო აქციებს უერთდება

  • თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

    თურქეთი – მიწისძვრის კადრები (ვიდეო)

  • ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

    ლიზა იასკო: საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ

  • აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს

  • „ნაციონალური მოძრაობა“  ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

    „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს

  • „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

    „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge