NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»აშშ-მა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

აშშ-მა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა

09 ნოე 2018 ახალი ამბები, მსოფლიო 426 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები დაუწესა კიდევ სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდულ პირს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.

მათ შორის არიან უკრაინის მოქალაქეები, უშიშროების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნები ალექსანდრ ბასოვი და ანდრეი სუშკო. ბასოვი ამჟამად ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილეა, სუშკოს კი, რომელიც მოხსენიებულია რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლად, ბრალად ედება ანექსიის მოწინააღმდეგე ყირიმელი აქტივისტის გატაცება და წამება. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის სარაკეტო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ვლადიმირ ზარიცკიც.

იურიდიული პირების ჩამონათვალშია ყირიმის ოთხი სანატორიუმი და სასტუმრო, ოთხი საწარმო და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის უშიშროების სამინისტრო. საწარმოთა სიაშია კომპანია „იუჟნი პროექტი“, რომელსაც სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობართან, ბანკ „როსიას“ თანამფლობელთან იური კოვალჩუკთან.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ვაშინგტონი განაგრძობს ზომების მიღებას მოსკოვისგან მხარდაჭერილი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ სარგებელი მიიღონ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და ოკუპაციისგან.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

აშშ ოკუპაცია რუსეთი ყირიმი 2018-11-09
Tags აშშ ოკუპაცია რუსეთი ყირიმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: ევროკავშირი რუსული დაზვერვის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

შემდეგი სტატია

 Victoria’s Secret-2018 – გრანდიოზული შოუ (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი იწყება – დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ითხოვს

გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი იწყება – დაცვის მხარე მის გათავისუფლებას ითხოვს

12 თებ 2019
გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

11 ივნ 2018
ცნობილია, რა დაჯდა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი

ცნობილია, რა დაჯდა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილი

20 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

    გიორგი ბარამიძე: ჩვენი კონკრეტული მოთხოვნებია: ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება …

  • ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

    ლილი ფოფხაძე – ხონჭიორის გზაზე

  • ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

    ქუჩაში სპონტანურად შესრულებული ,,ვარდები არ არიან” – ანრი ჯოხაძე & საბა ღურცკაია (ვიდეო)

  • თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

    თამარ კორძაია: ვურჩევდი ბატონ შალვა პაპუაშვილს, არ იდარდოს იმიტომ, რომ …

  • თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

    თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge