NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ჯაში: მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისთანავე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს

ჯაში: მეორე ტურის თარიღის გამოცხადებისთანავე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს

08 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 351 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში მარიამ ჯაშმა განუცხადა. მისი თქმით, მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში იქნება დამაჯერებელი გამარჯვება.

სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან კონსულტაციებში. კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი გახდება ცნობილი ოფიციალურად არჩევნების მეორე ტურის თარიღი. ეს იქნება ნამდვილად ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია და ბუნებრივია, ჩემი მთავარი მესიჯი, როგორც ერთი პარლამენტარის, არის მოსახლეობის მიმართ თხოვნა, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს მეორე ტურში. ეს არის ჩვენი ღირსების არჩევანი და გთხოვთ, რომ მეორე ტურში მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ჯაშმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად კი 2 დეკემბერი სახელდება.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

არჩევნები მარიამ ჯაში მეორე ტური სალომე ზურაბიშვილი 2018-11-08
Tags არჩევნები მარიამ ჯაში მეორე ტური სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები, იმედი მაქვს, მეორე ტურში აღმოიფხვრება

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე: 2007 წლის 7 ნოემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

მსგავსი სტატიები

„იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ“

„იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ“

06 აგვ 2018
გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცა

გახარიამ ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცა

ირაკლი შალიკაშვილი 12 ივლ 2019
სანამ ამას უფლებამოსილი პირი არ დაადასტურებს, მანამდე საუბარია არასწორია – გედევან ფოფხაძე მის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება

სანამ ამას უფლებამოსილი პირი არ დაადასტურებს, მანამდე საუბარია არასწორია – გედევან ფოფხაძე მის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება

09 იან 2019

უახლესი ამბები

  • ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

    ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არ არის მხოლოდ ერთი პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა ბრიუსელში შეხვედრის წინ

  • “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

    “… ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი”

  • უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა  (ვიდეო)

    უბედური შემთხვევა ბოლივიაში -მოაჯირის მოწყვეტის შედეგად 5 სტუდენტი დაიღუპა (ვიდეო)

  • სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

    სასამართლო, რომელიც იყო ადეიშვილის შპს, დღეს არის რეალურად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გზაზე მდგარი

  • ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

    ჩვენი ხელისუფლება ცოტა განერვიულებულია და ჩვენს აქციებზე პანიკური რეაქცია აქვს

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის შეჩერებას მოითხოვს

  • მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

    მოსკოვის რეაქცია სიმეტრიული იქნება – კრემლში აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდეს

  • ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

    ჩვენ მზად ვიყავით ჩინური ვაქცინის შემოსატანად, მაგრამ გახსოვთ რა ამბავი ატყდა? – მთავრობამ ისმინა ხალხის და ახლა არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი

  • უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

    უარი შენობების პიკეტირებას და კიდევ უფრო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge