NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი“

„ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი“

08 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა 1042 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი არის ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სამთავრობო დელეგაცია ჩინეთში პირადად ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევითიმყოფებოდა. პრემიერმინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. 

„სწორეედ ამ ფორუმზე წარმოდგენილი ქვეყნები განიხილებიან იმპორტის მთავარ წყაროდ ჩინეთისთვის. ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ რამდენიმე მილიარდით გეგმავს იმპორტის გაზრდას ამ ქვეყნებიდან და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ამ ქვეყნების რიცხვშია. პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, იმ საექსპორტო პოტენციალზე, რომელიც აქვს საქართველოს. ამასთან ერთად, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გამოფენაში, სადაც რამდენიმე ათეულ ქართულ კომპანიას ჰქონდა საშუალება, წარედგინა თავისი პროდუქცია ადგილობრივი მომხმარებლისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ექსპორტი და შემცირდეს არსებული მძიმე  სავაჭრო დეფიციტი. 

„ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც გვაქვს ჩინეთთან და ამავე დროს ის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს იმპორტის ზრდას ჩინეთში, არის უნიკალური ისტორიული შანსი, რომ საქართველოდან გაიზარდოს ექსპორტი და დავაბალანსოთ ის მტკივნეული სავაჭრო დეფიციტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრასთან. ჩვენ გვჭირდება მეტი ექსპორტი, ჩვენ გვჭირდება მეტი წარმოება, მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც საბოლოო ჯამში, დაგვეხმარება იმაში, რომ გავზარდოთ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი. ვფიქრობ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში ის კონკრეტული გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს საექსპორტო პოტენციალის ზრდის თვალსაზრისით, მოგვცემს საშუალებას, ამ მიმართულებაში მივაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

დეფიციტი თავისუფალი ვაჭრობა საგარეო ვაჭრობა ჩინეთი 2018-11-08
Tags დეფიციტი თავისუფალი ვაჭრობა საგარეო ვაჭრობა ჩინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“საარჩევნო პროცესში ჩართული ვარ მეც”

შემდეგი სტატია

„ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში“, – გენშტაბის ყოფილი უფროსი

მსგავსი სტატიები

საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ

საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ

ირაკლი შალიკაშვილი 18 ნოე 2020
“ქართული ოცნება” – საპარლამენტო უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი ფრაქციის 5 წევრთან ერთად ტოვებს

“ქართული ოცნება” – საპარლამენტო უმრავლესობას გია ჟორჟოლიანი ფრაქციის 5 წევრთან ერთად ტოვებს

26 თებ 2019

კახა კალაძე: „ქალაქი უნდა განვითარდეს, აშენდეს სწორად და თანმიმდევრულად“

01 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge