NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

08 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 351 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს 2019 ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვარიანტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განიხილავენ. სწორედ ამ მსჯელობის დროს გაირკვევა, გაითვალისწინა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ დეპუტატების შენიშვნები, რომელიც თანხის მიზნობრივ ხარჯვას უკავშირდებოდა. ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 13 მილიარდია და ის წინა წელთან შედარებით 350 მილიონით არის გაზრდილი. პროექტის მიხედვით ირკვევა, რომ მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები ჯანდაცვა და სოციალური მიმართულებები, განათლება, ინფრასტრუქტურა იქნება.

„იზრდება დაფინანსება ჯანდაცვის პროგრამების, იზრდება დაფინანსება განათლების სამინისტროში. ინფრასტრუქტურული პროექტები არის სკოლაში,“-განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

ოპოზიცია კი მთავარი საფინანსო დოკუმენტის მხარდაჭერას არ აპირებს. დეპუტატები ფიქრობენ, რომ მთავრობამ ამჯერადაც ვერ თქვა უარი ბიუროკრატიულ ხარჯებზე.

„ფაქტია, რომ ეს ბიუჯე​ტი ხმარდება კვლავინდებურად უსარგებლო ხარჯებს. ბიუროკრატიას. ვალებით შეკერილი ბიუჯეტია რომელიც საბოლოო ჯამში უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკურ კლიმატზე და სწორედ ეს არის ფასების ზრდის და ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველო“ კი ბიუჯეტის პროექტიდან გამომდინარე ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას არ ელოდება.

„მთავრობამ მეორე ვარიანტში ჩადო ლარის კიდევ უფრო მაღალი კურსი. რითაც გვითხრა, რომ არც უნდა ველოდოთ ლარის დასტაბილურებას. ამ პირობებში როდესაც ლარი უფასურდება და ფასები იმატებს, არანაირი ღონისძიება არსებითი, რაც შეღავათს მისცემდა მოსახლეობას ამ ბიუჯეტში არ ჩანს,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

2019 წლის ბიუჯეტი ბიუჯეტი პარლამენტი 2018-11-08
Tags 2019 წლის ბიუჯეტი ბიუჯეტი პარლამენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტრამპმა გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

შემდეგი სტატია

„მე მაქვს ერთი მარტივი გზავნილი რუსეთის მიმართ, მავთულხლართები მიუღებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოახდინონ“

მსგავსი სტატიები

შსს-მ ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნა

12 ოქტ 2017
კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

09 იან 2018

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადება

18 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • დეკანოზმა ქადაგებისას თქვა, რომ ჯობია ბავშვი მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და “უმაქნისი” იყოს

    დეკანოზმა ქადაგებისას თქვა, რომ ჯობია ბავშვი მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და “უმაქნისი” იყოს

  • დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს

    დიღმის მასივში სუპერმარკეტ „ნიკორას“ თანამშრომელი დაჭრეს

  • “ვახო მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე მხოლოდ რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. ამ ხალხზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ”

    “ვახო მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე მხოლოდ რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. ამ ხალხზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ”

  • რომან გოცირიძე: წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით …

    რომან გოცირიძე: წარმოიდგინეთ, მე გია ბარამიძეს ასე რომ ვუთხრა: „ბატონო გია, თქვენ ბრძანდებით …

  • “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

    “მოქალაქეებს” და “გირჩს” შეუძლიათ შეუერთდნენ ოპოზიციის განცხადებას, თუკი იზიარებენ მის სულისკვეთებას

  • “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

    “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ დაუწერიათ განცხადება პარლამენტის დატოვების თაობაზე

  • რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

    რატომ აღმოჩნდა ოპოზიციის საერთო განცხადების მიღმა “გირჩი”: “არავის უთქვამს”

  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

    საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად

  • სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

    სახელმწიფოს სჭირდება მანდატების შეჩერება თუ სჭირდება, რომ არ შევაჩეროთ

  • დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

    დღეს ამ აქციისგან განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს – ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge